ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებაროდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები და დაისვენებენ თუ არა საბავშვო ბაღები

როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები და დაისვენებენ თუ არა საბავშვო ბაღები

საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება.

რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება და ბავშვები ოფიციალურად უქმე დღეებში დაისვენებენ.

სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი ოფიციალური უქმე დღეებია დარჩენილი:

3 მარტი – დედის დღე

8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე

9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე.

9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე
12 მაისი – ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.

26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისს არის. შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

  „იმისთანა ვრეჯგვე თავი, სისხლი მომდიოდა“ – ალეკო ელისაშვილი პორტუგალიასთან მატჩის დროს
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი