როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი ეპიდემიოლოგიურ კვლევებსა და ინკუბაციურ პერიოდზე საუბრობს

1 წუთიანი წაკითხვა
„ბავშვს შიმშილი არ სჭირდება. პირიქით, ორგანიზმს ამ დროს ენერგია სჭირდება ნაწლავის ფუნქციის აღსადგენად“-პედიატრი მშობლებს აფრთხილებს

დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა შორის მასობრივი ინტოქსიკაციის ფაქტზე განცხადება გაავრცელა. ჩატარებული კვლევების შედეგად გამოიკვეთა, რომ ინტოქსიკაციის ძირითადი მიზეზი ნოროვირუსი იყო. ინფორმაციას გამოეხმაურა პედიატრი ინგა მამუჩიშვილი.

„ბავშვებში განვითარებული ღებინებისა და დიარეის მიზეზად ნოროვირუსი დასახელდა. დიახ, ნოროვირუსს შეუძლია ძალიან ბევრი ადამიანის ერთდროულად დაავადება, განსაკუთრებით საერთო დაბინძურებული საკვების ან წყლის შემთხვევაში.

მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური დეტალია: ნოროვირუსის ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 12-48 საათია. შესაბამისად, თუ ბავშვს ღებინება კონკრეტული კვებიდან ძალიან მალე, რამდენიმე საათში დაეწყო, სწორედ იმ საკვებით ნოროვირუსით ინფიცირება ამ სიმპტომებს ასე სწრაფად ვერ გამოიწვევდა.

თუმცა ეს არ გამორიცხავს ნოროვირუსს. ბავშვები შესაძლოა ინფიცირებულიყვნენ წინა დღეს ან უფრო ადრე საერთო წყაროდან, ხოლო დაავადების გამოვლენა მოგვიანებით, დაახლოებით ერთ პერიოდში დაწყებულიყო.ამიტომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი საკითხი: რომელი პათოგენი აღმოაჩინეს ბავშვებში და კონკრეტულად როდის და რა გზით მოხდა მათი ინფიცირება.ამ კითხვაზე პასუხს საბოლოო ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევა მოგვცემს!“ – წერს პედიატრი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). როგორ მოხვდა ნოროვირუსი ბაღებში? – ინგა მამუჩიშვილი ეპიდემიოლოგიურ კვლევებსა და ინკუბაციურ პერიოდზე საუბრობს. 21 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/როგორ-მოხვდა-ნოროვირუსი/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Intern .NET Developer

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Engineering Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Middle Affiliate Manager

თბილისი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior Backend Developer (.NET)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Media Buyer (In-App / iGaming)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-22T08:55:21+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi