„გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჯაროდაც ისაუბროს“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში

1 წუთიანი წაკითხვა

გადაცემის „შენი ამბავი“ ავტორი და წამყვანი თაია გამთენაძე გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

„დღეს გურამ დადიანიძის საქმის ერთ-ერთ მოწმეს შევხვდით: მე, ქალბატონი სოფო ბიბილაშვილი და ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. 

მოწმემ დედისა და ჩვენს მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა. საკმაოდ ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი გასაუბრება გვქონდა.

გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჯაროდაც ისაუბროს და ამ დღეებში მასთან ინტერვიუს ჩაწერაზე შევთანხმდით…

ეს ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთანაც და როგორც თავად აღნიშნა, მზად არის, ყველა კითხვას ნებისმიერ ფორმატში უპასუხოს.

დანარჩენს, იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში გაგიზიარებთ“, – წერს თაია გამთენაძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „გამოთქვა მზადყოფნა, რომ საჯაროდაც ისაუბროს“ – ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში. 21 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გამოთქვა-მზადყოფნა-რომ/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi