“მოსახლეობამ უნდა იცოდეს!” – რა შეიძლება გამხდარიყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ინტოქსიკაციის მიზეზი: ექიმ გიორგი კამკამიძის მოსაზრება

2 წუთიანი წაკითხვა
"მოსახლეობამ უნდა იცოდეს!" - რა შეიძლება გამხდარიყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ინტოქსიკაციის მიზეზი: ექიმ გიორგი კამკამიძის მოსაზრება

თბი­ლი­სის სა­ჯა­რო სა­ბავ­შვო-ბაგა ბა­ღე­ბის აღ­საზ­რდე­ლე­ბის ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სა­ვა­რა­უ­დო გა­მომ­წვე­ვის შე­სა­ხებ ალერ­გო­ლოგ-იმუ­ნო­ლო­გი გი­ორ­გი კამ­კა­მი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

“არ­სე­ბულ მო­ნა­ცე­მებს თუ შე­ვა­ჯა­მებთ: ცხე­ლე­ბა, ღე­ბი­ნე­ბა და დი­ა­რეა, რო­მე­ლიც ერთი და იგი­ვე დღეს გა­მოვ­ლინ­და რამ­დე­ნი­მე ბაგა-ბა­ღის ბავ­შვებ­ში, სა­ვა­რა­უ­დო წყა­როდ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია რო­გორც რძის, ასე­ვე ხორ­ცის პრო­დუქ­ტე­ბი.

  • გა­მოვ­თქვამ ვა­რა­უდს, რომ საქ­მე გვაქვს საკ­ვე­ბის ბაქ­ტე­რი­ულ და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან და არა ქი­მი­ურ და­ბინ­ძუ­რე­ბას­თან ან საკ­ვე­ბის ე.წ. გა­ფუ­ჭე­ბას­თან. ყვე­ლა­ზე მე­ტად “ეჭ­ვმი­ტა­ნილ” ბაქ­ტე­რი­ად კი არა­ტი­ფო­ი­დუ­რი სალ­მო­ნე­ლა მე­სა­ხე­ბა ამ ეპი­და­ფეთ­ქე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მას შე­უძ­ლია რამ­დე­ნი­მე საკ­ვე­ბის სა­ხე­ო­ბით გავ­რცე­ლე­ბა, რო­დე­საც ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო სა­ერ­თო სამ­ზა­რე­უ­ლო ან მიმ­წო­დე­ბე­ლია. ხოლო მისი ტი­პუ­რი ინ­კუ­ბა­ცი­უ­რი პე­რი­ო­დი და სიმპტო­მე­ბი შე­ე­სა­ბა­მე­ბა დღე­ი­სათ­ვის და­ფიქ­სი­რე­ბულ სუ­რათს.

სა­ნამ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, ეს ჩემი სა­მუ­შო ჰი­პო­თე­ზაა, თუმ­ცა არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი ან/და მო­ლე­კუ­ლუ­რი კვლე­ვე­ბი და­ა­დას­ტუ­რე­ბენ Salmonella-ს, რო­გორც გა­მომ­წვევს.

კვლე­ვე­ბი სა­ჭი­როა იმის­თვის, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს სხვა პა­თო­გე­ნე­ბი: Staphylococcus aureus-ის ტოქ­სი­ნი, ნო­რო­ვირუ­სი, შიგა-ტოქ­სი­ნის მწარ­მო­ე­ბე­ლი ნაწ­ლა­ვის ჩხი­რი (E. Coli), რო­მელ­თაც ასე­ვე ახა­სი­ა­თებს მსგავ­სი კლი­ნი­კუ­რი სუ­რა­თის გა­მოწ­ვე­ვა.

ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ ეს ჩემი ვა­რა­უ­დი, რო­გორც ექი­მე­ბი ვამ­ბობთ, “სა­მუ­შო დი­აგ­ნო­ზია”. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ბო­ლოო პა­სუხს ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი მოგ­ვცემს.

- Advertisement -
Ad imageAd image

თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა იცო­დეს, რომ მთა­ვა­რი ია­რა­ღი მსგავს ინ­ფექ­ცი­ას­თან ბრძო­ლი­სა არის ორ­გა­ნიზ­მის საკ­მა­რი­სი სი­თხით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა” – წერს გი­ორ­გი კამ­კა­მი­ძე.

  • ბა­ღებ­ში აღ­საზ­რდელ­თა სა­ვა­რა­უ­დო ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ფაქ­ტზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბა­ღებ­ში ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის გამო 100-ზე მეტი ბავ­შვის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გახ­და სა­ჭი­რო.
  • დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “მოსახლეობამ უნდა იცოდეს!” – რა შეიძლება გამხდარიყო საბავშვო ბაღების აღსაზრდელების ინტოქსიკაციის მიზეზი: ექიმ გიორგი კამკამიძის მოსაზრება. 21 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მოსახლეობამ-უნდა-იცოდეს/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi