გარემოს ეროვნული სააგენტო 26 მაისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„26 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“.
25 მაისს ქუთაისში დღისით +30 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.
მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმშიც. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი ამინდია, დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. იწვიმებს.
ნალექიანი დღე იქნება ბორჯომშიც, სადაც +24 დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. იწვიმებს ბაკურიანშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 7 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +25 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურში დღის განმავლობაში 15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +15, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
იწვიმებს თელავშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში ნალექიანი დღე იქნება. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.