რა ლოკაციებზე დადებენ ფიცს წვევამდელები 26 მაისს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

26 მაისის ღონისძიებებისთვის თავისუფლების მოედანზე სამზადისი დასრულებულია. თავდაცვის ძალებმა გენერალური რეპეტიცია გაიარეს. ღონისძიების ორგანიზატორმა ბასა ფოცხიშვილმა ხვალინდელი ფიცის დადების ცერემონიის დეტალებზე ისაუბრა.

„ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ფიცი იდება საქართველოს კულტურის, არქიტექტურის ძეგლებთან, რომლებიც გამორჩეული არის საბრძოლო დიდებით. წელს ფიცი დაიდება ვეჯინის სამონასტრო კომპლექსთან, ფიცი დაიდება ნოქალაქევში, როგორც ანტიკური საქართველოს უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის სიმბოლოსთან, ფიცი დაიდება გეგუთში, ფიცი დაიდება სამთავისში, როგორც ხუროთმოძღვრების შედევრთან, ფიცი დაიდება ხევში, ელიას მთაზე. ტრადიციულად, ფიცი დაიდება თბილისში“,- განაცხადა ფოცხიშვილმა.

26 მაისი

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რა ლოკაციებზე დადებენ ფიცს წვევამდელები 26 მაისს. 25 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-ლოკაციებზე-დადებენ-ფი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi