ვინ არის ქალი, ვისაც ქეით მიდლტონის გაუჩინარებაში ადანაშაულებენ – პრინცმა უილიამმა რომანი გააჩაღა?

ავტორი
4 წუთიანი წაკითხვა
KING'S LYNN, ENGLAND - JUNE 22: HRH Prince William and Catherine, Duchess of Cambridge are greeted by Rose Cholmondeley, the Marchioness of Cholmondeley as they attend a gala dinner in support of East Anglia's Children's Hospices' nook appeal at Houghton Hall on June 22, 2016 in King's Lynn, England. (Photo by Stephen Pond/Getty Images)

29 აპრილს ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი ქორწინების 13 წლის იუბილეს აღნიშნავენ, მაგრამ პრინცესა ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საზოგადოებაში აღარ ჩნდებოდა. როგორც ცნობილია, მან იანვარში მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაიტარა და მას შემდეგ, კენსინგტონის სასახლის ცნობით, რეაბილიტაციის კურსს გადიოდა.

ქეით მიდლტონის გაუჩინარება მის გულშემატკივრებს განსაკუთრებით აღელვებდათ, თუმცა რამდენიმე დღის წინ უილიამისა და ქეითის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე პრინცესას მიმართვა გამოქვეყნდა. მან შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამ ფოტოშიც ბევრი რამ იყო საორჭოფო და ქეითმა მოგვიანებით ბოდიშიც კი მოიხადა გადამეტებული ფოტოშოფისთვის…

ფაქტია, რაც უფრო მეტი დრო გადის, უილიამისა და ქეითის ირგვლივ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ინტერნეტში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ წყვილი განქორწინების ზღვარზეა. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქეით მილდტონი არა ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ პირადი სკანდალის გამო აღარ ჩნდება საზოგადოებაში. ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ ის, მონაკოს პრინცესას, შარლენის მსგავსად, საკუთარი მოვალეობების შესრულებით დაიღალა და სასახლიდან გაქცევა სურს. ამის მიზეზი კი ოჯახური კონფლიქტია. ამავდროულად, პრესაში გავრცელდა ქალის – როუზ ჰენბერის სახელი და გვარი. ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ პრინცი უილიამი ქეითს 2019 წლიდან მასთან ღალატობს და ამის შესახებ უამრავმა ადამიანმა იცის…

ვიტამინი D3 — Sheni Labs
Sheni Network

- Advertisement -
Ad image

როუზ ჰენბერი სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირია და არისტოკრატიული წარმომავლობა აქვს. მისი ბებია ელისაბედ II-ის ერთ-ერთი მეჯვარე იყო. გოგონამ პრესტიჟული განათლება მიიღო, უნივერსიტეტის შემდეგ კი მოდელად მუშაობდა და თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა Miu Miu და Poplin London.

თუმცა, გლამურული სამყაროს ელვარებით სწრაფად დაიღალა და ადაწყვიტა თავისი ცხოვრება უფრო სერიოზული საქმეებისათვის მიეძღვნა. გარკვეული პერიოდი პარლამენტის წევრის თანაშემწედ მუშაობდა, იყო პრემიერ მინისტრის ტონი ბლერის მდივანი, შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა საქველმოქმედო ფონდებთან, შემდეგ კი ისევ მოულოდნელად შეიცვალა საქმიანობის სფერო და ინტერიერის დიზაინერი გახდა.

  რატომ ამბობენ, რომ იმ წმინდანის ხსენების დღე, რომლის სახელსაც არქმევენ ახალმონათლულს, მისი მფარველი ანგელოზის დღეც არისო? - ახალმონათლულისთვის სახელის დარქმევას დიდი მნიშვნელობა აქვს

2009 წელს ის 23 წლით უფროს მამაკაცზე, მარკიზ დევიდ ჩოლმონდელიზე დაქორწინდა. მათ მალე ტყუპი შეეძინათ და საცხოვრებლად ნორფოლკში გადავიდნენ, სადაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს ერთ-ერთი მამული აქვთ. სავარაუდოდ, პრინცმა უილიამმა როუზი სწორედ იქ გაიცნო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ უილიამს ქეითთან უთანხმოება ჰქონდა და ნუგეში როუზთან იპოვა. თუმცა, ანონიმური წყაროები ამბობენ, რომ რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, მათ ურთიერთობა იმ ეტაპზე დაასრულეს. 2011 წელს უილიამი ქეით მიდლტონზე დაქორწინდა. მაგრამ, რაკი ის და როუზი ერთ წრეში ტრიალებდნენ, მათი გზები ხშირად იკვეთებოდა. მეტიც, როუზი და ქეითი ერთ დროს კარგი მეგობრები იყვნენ, მაგრამ 2019 წელს ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტეს. მიზეზი კი ღალატი აღმოჩნდა…

2022 წელს პრესაში აქტიურად განიხილავდნენ იმ ფაქტს, რომ უილიამი ქეითს სწორედ როუზთან ღალატობდა. როუზი მიდლტონს ძალიან ჰგავს. ხშირად ჩნდებოდა საჯარო სივრცეებში და როგორც ამბობენ, ქეითის სტილს ზუსტად იმეორებდა, ყველაფერში ჰბაძავდა.

“უილიამის ღალატის შესახებ ლონდონში ყველამ იცის. ამაზე ყველა წვეულებასა და საინფორმაციო სააგენტოში საუბრობენ.” – უთხრა ანონიმურმა წყარომ ერთ-ერთ ტაბლოიდს.

ინფორმაცია სულ უფრო მრავალფეროვანი ხდებოდა. ამბობდნენ, რომ როუზმა უილიამისაგან ქალიშვილი გააჩინა, თუმცა ბუკინგემის სასახლე ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავდა. მეტიც, გამოცემას, რომელმაც ეს ნიუსი გამოაქვეყნა, სამეფო ოჯახიდან სასამართლოში ჩივილით დაემუქრნენ.

ვერსია, რომ პრინცმა უილიამმა ცოლს ისევ უღალატა და ქეითი ნერვული აშლილობის გამო საავადმყოფოში მოხვდა, ჟურნალისტმა სტივენ კოლბერტმა გააჟღერა. ჟურნალისტის თქმით, პრინცი უილიამი, მამის ავადმყოფობის გამო, შესაძლოა, ტახტზე მალე ავიდეს და სურს, სუფთა რეპუტაცია ჰქონდეს. ამიტომაც, განქორწინებაზე არ საუბრობს.

ქეით მიდლტონის ოფიციალური საჯარო გამოჩენა მარტის ბოლოსაა დაგეგმილი. თაყვანისმცემლები ამ დღეს განსაკუთრებით ელოდებიან და ფიქრობენ, რომ ბევრ შეკითხვას პასუხი გაეცემა. წყარო

ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. ვინ არის ქალი, ვისაც ქეით მიდლტონის გაუჩინარებაში ადანაშაულებენ – პრინცმა უილიამმა რომანი გააჩაღა? [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%9b/
sheniekimi.ge/ambebi
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
© 2026 შენი ექიმი — კლინიკები და ტრიაჟი · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.