საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა 10 აპრილიდან ახალ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა 10 აპრილიდან ახალ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი, – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო! გაცნობებთ, რომ საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა 10 აპრილიდან ახალ ვებ-გვერდზე: https://gr.com.ge/-ზე შეგეძლებათ.

ონლაინ რეჟიმში ბილეთების ყიდვა შემდეგ მიმართულებებზე იქნება შესაძლებელი:

თბილისი-ბათუმი-თბილისი;

თბილისი-ფოთი-თბილისი;

თბილისი-ზუგდიდი-თბილისი;

თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;

აქვე აღსანიშნავია, რომ ახალ ვებ-გვერდზე თითოეულ რეისზე კონკრეტული ადგილის არჩევა საკომისიოს (1 ლარი) დამატების საშუალებით შეგეძლებათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). საქართველოს რკინიგზის მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებლების ბილეთების შეძენა 10 აპრილიდან ახალ ვებ-გვერდზე იქნება შესაძლებელი. 8 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რკინიგზა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi