რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

მცენარეთა დაცვა

რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს

რაც დრო გადის, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებათა და მავნებელთა რაოდენობა სულ უფრო მატულობს. მიუხედავად დღეს არსებული მრავალი ქიმიური საშუალებისა, 800 ათასამდე სახეობის მავნებელი და 30 ათასზე მეტი დაავადებაა ცნობილი, რისი მიზეზითაც ყო­ველწლიურად იკარგება მოსავლის 30%. გარდა ამისა, ქიმიური საშუალებებით ბინძურდება გარემო – წყალი, ნიადაგი, ჰაერი, ნადგურდება სასარგებლო მწერები და ნადირ-ფრინველი.
სწორი აგროტექნიკისა და ბუნებრივი საშუ­ალებების გამოყენებით შესაძლებელია მდგომარეობის ნაწილობრივ გამოსწორება.
ჩვენი შორეული წინაპრები მწერებსა და მცე­ნარეთა დაავადებებს ბუნებრივი საშუ­ალე­ბებით ებრძოდნენ. ჯერ კიდევ ძველ რომ­ში მცენარეთა სამკურნალო საშუალებებად იყენებდნენ ნაცარს, ნაკელს, გოგირდს. ამ­ზადებდნენ რთულ ნაერთებსაც. პირველი პრაქტიკული რეკომენდაციები შეიმუშავა დემოკრიტემ ჩვ.წ.-მდე 470 წლის წინ. მას ხორბლეულის გუდაფშუტის საწინააღმდეგო საშუალებად კომბოსტოს წვენში თესლების დალ­ბობა მიაჩნდა. თეოფრასტე ჩვ.წ.-მდე 300 წლის წინ წერდა, რომ `მუხუდო ანადგურებს სარეველა მცენარეებს, პირველ რიგში, კუროსთავს~. თამბაქოში შემავალ ნიკოტინს XVII საუკუნიდან იყენებდნენ მცენარის ტილი­სა და სხვადასხვა ბუგრის საწინააღმდეგოდ. ჩინეთში მრავალი ათასი წლის წინ ბაღლინჯოსთან საბრძოლველად იყე­ნებდნენ ქრიზანთემის გამონაწვლილს.
გლეხები ოდითგანვე აგროვებდნენ ჭიანჭველებს, ჭიამაიებს და ასახლებდნენ თავიანთ მინდვრებზე მავნე მწერების გასანადგურებლად. ჭიანჭველების ერთი ბუდე ზა­ფხულის განმავლობაში ანადგურებს 2 მილიონამდე მა­ვ­ნე მწერს. მაგრამ ჭიანჭველებით დასახლებული, მაგალითად, მარწყვის ბუჩქი ნაყოფს არ იძლევა და იღუპება. ჭიანჭველების თავიდან მოსაცილებელ საშუალებასაც მიაგნეს გლეხებმა: საკმარისია მათ ბუდეს ხის ნაცარი მოაყაროთ, რომ `კუდით ქვას ასროლინებთ~ მათ. ჭიანჭველებს აფრთხობს აგრეთვე ოხრახუში. ნაყოფჭამიას პეპლებს აფრთხობს ვაშლის ხის ტოტებზე მიბმული ასფურცელასა და აბზინდის კონები.

ბაღის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლის კალენდარი.

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). რითი ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები მცენარეთა დაავადებებს და მავნებლებს. 27 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რითი-ებრძოდნენ-ჩვენი-წინ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi