როდემდე შენარჩუნდება უამინდობა საქართველოში

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

“20 თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით ველოდებით ტემპერატურის კლებას, მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. ზოგან მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპის სახით. საღამოს, უმეტეს ნაწილში იქნება თოვლი, ზოგან ძლიერი.  დღის საათებში ტემპერატურა +1 +6 გრადუსი დაფიქსირდება.

მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია, ნისლი და ზვავსაშიშროება. საავტომობილო გზებზე ლიპყინული და ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.

22-23 თებერვალს დასავლეთ საქართველოში, შედარებით გამოიდარებს, ნალექის ინტენსივობა შემცირდება, მაგრამ თოვლიანი ამინდი 24 თებერვლამდე შენარჩუნდება“,- თქვა „პრაიმტაიმთან“ სვეტლანა ნიორაძემ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). როდემდე შენარჩუნდება უამინდობა საქართველოში. 21 თებერვალი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/როდემდე-შენარჩუნდება-უამ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi