შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემარა შეღავათებით ისარგებლებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე, რომლებმაც ნაეკს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა...

რა შეღავათებით ისარგებლებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე, რომლებმაც ნაეკს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა სთხოვეს

შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა იმ აბიტურიენტების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე სპეციფიკური გარემოს შექმნას საჭიროებენ.

სპეციალური საჭიროებისთვის ცენტრს 514-მა გამოსაცდელმა მიმართა და აქედან თხოვნა 230 აბიტურიენტს დაუკმაყოფილდა.

რა შეღავათები მიეცემათ სხვადასხვა საჭიროების მქონდე აბიტურიენტებს გამოცდაზე – წარმოგიდგენთ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა, საინტერესო იყოს მათთვის, ვინც მომავალ წელს აპირებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას.

  • გამოცდაზე შესვლა ურიგოდ
  • ნება, თან იქონიოს საჭირო საკვები და თუ გამოცდის მსვლელობის დროს დასჭირდება საკვების მიღება დაემატოს შესაბამისი საგამოცდო დრო.
  • ტერიტორიაზე შესვლა მანქანით, დახმარება გადაადგილებაში, კომფორტული სკამი
  • შეუძლია გამოკვებოს ჩვილი და ეს დრო დაემატოს გამოცდაზე
  • საგამოცდო ტექსტის დიდი შრიფტით დაბეჭდვა
  • საგამოცდო დროის გაორმაგება
  • სპეციალური ხმოვანი პროგრამა
  • პასუხების ვორდის ფაილში აკრეფა
  • უცხო ენის გამოცდაზე დინამიკთან ახლოს მოთავსება
  • წერითი დავალებებისთვის დამხმარის დანიშვნა
  • უცხო ენის გამოცდის მოსმენის ნაწილისთვის წამკითხველის დანიშვნა, რომელიც წაუკითხავს დავალებას ნელა და გარკვევით
  • გადიდებული რუკა ისტორიის გამოცდისთვის
  • სექტორი კონდიციონერის გარეშე
  • ტესტის ამობეჭდვა განსხვავებულ ფერებად
  • თუ გამოცდის დღეს იქნება ორსული ან ახალი ნამშობიარები -გამოცდაზე შესვლა ურიგოდ, კომფორტული სკამი, პოზის შეცვლა/სიარული, საგამოცდო დროის გაზრდა საათზე 5 წთ.
  „ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას - კარიერის განმავლობაში ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ“-სანდრო ბაზაძე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი