ოეტი გელა დაიაური სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს საღამოზე “მთის საჩუქარი ბარს” მომხდარი ინციდენტის გამო:
“ვერ მოვითმენ და ალბათ აუცილებელია ვთქვა რამოდენიმე სიტყვა წუხანდელი საღამოს,” მთის საჩუქარი ბარს”, ინციდენტების შესახებ და მათ გასაგონად, ვინც ამ საღამოს კულისებს მიღმა ღრეობდა და ჩხუბობდა.
იმედია, წაიკითხავენ ან გადასცემენ ახლობლები.
ხევსურ კაცს სიმთვრალე რომ შესტყობოდა, სირცხვილი იყო, სირცხვილი იყო აცეტება და წარაუგონთ საუბარი… მოვდივართ ბარში და რას ვაჩვენებთ ბარელებს? ვღრეობთ გალეშვამდე და მერე ვჩხუბობთ…. სად ისწავლეთ, ვინ დაგარიგათ, რომ ესე უნდა მოიქცეთ.
ამ ხმაურის და ინციდენტის გამო, შეიძლება, მომავალ წელს უარი გვითხრას მერიამ და ეს საღამო აღარასდროს ჩატარდეს…
მაპატიოს, იმ ნორმალურმა ნაწილმა, ვინც მოდის, ბოლომდე გულისყურით უსმენს მონაწილეებს და მაქსიმალურად ყურადღებით არიან საღამოს განმავლობაში… მათ დიდი მადლობა…
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, – მთის კაცი სიმთვრალეს არ დაიტყობდა, სირცხვილი იყო… მთის კაცი არ ცანცარებდა, უპატიურ სიტყვას არ იტყოდა და პირუტყვივით არ ღრიალებდა…
თუ ჩატარდა ეს საღამო კიდევ, ასეთ ადამიანებს ვთხოვ, ნუ მოვლენ ამ საღამოზე… არ გიცნობთ, არ მიცნობთ!!!
მაპატიეთ, მაგრამ რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა… წუხანდელს აქეთ ვერ დავწყნარდი…
P.S. სირცხვილია…”
Sheni Network
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). “რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა… წუხანდელს აქეთ ვერ დავწყნარდი… სად ისწავლეთ, ვინ დაგარიგათ, რომ ასე უნდა მოიქცეთ?” – გელა დაიაური. 1 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რომ-არ-მეთქვა-გული-გამისკ/
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. “რომ არ მეთქვა, გული გამისკდებოდა… წუხანდელს აქეთ ვერ დავწყნარდი… სად ისწავლეთ, ვინ დაგარიგათ, რომ ასე უნდა მოიქცეთ?” – გელა დაიაური [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2025 [ციტირებულია: 2026 სექ 15]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%99/
sheniekimi.ge/ambebi
