შეფასებისა და გამოცდების ცენტრმა იმ აბიტურიენტების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე სპეციფიკური გარემოს შექმნას საჭიროებენ.
სპეციალური საჭიროებისთვის ცენტრს 514-მა გამოსაცდელმა მიმართა და აქედან თხოვნა 230 აბიტურიენტს დაუკმაყოფილდა.
რა შეღავათები მიეცემათ სხვადასხვა საჭიროების მქონდე აბიტურიენტებს გამოცდაზე – წარმოგიდგენთ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა, საინტერესო იყოს მათთვის, ვინც მომავალ წელს აპირებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას.
- გამოცდაზე შესვლა ურიგოდ
- ნება, თან იქონიოს საჭირო საკვები და თუ გამოცდის მსვლელობის დროს დასჭირდება საკვების მიღება დაემატოს შესაბამისი საგამოცდო დრო.
- ტერიტორიაზე შესვლა მანქანით, დახმარება გადაადგილებაში, კომფორტული სკამი
- შეუძლია გამოკვებოს ჩვილი და ეს დრო დაემატოს გამოცდაზე
- საგამოცდო ტექსტის დიდი შრიფტით დაბეჭდვა
- საგამოცდო დროის გაორმაგება
- სპეციალური ხმოვანი პროგრამა
- პასუხების ვორდის ფაილში აკრეფა
- უცხო ენის გამოცდაზე დინამიკთან ახლოს მოთავსება
- წერითი დავალებებისთვის დამხმარის დანიშვნა
- უცხო ენის გამოცდის მოსმენის ნაწილისთვის წამკითხველის დანიშვნა, რომელიც წაუკითხავს დავალებას ნელა და გარკვევით
- გადიდებული რუკა ისტორიის გამოცდისთვის
- სექტორი კონდიციონერის გარეშე
- ტესტის ამობეჭდვა განსხვავებულ ფერებად
- თუ გამოცდის დღეს იქნება ორსული ან ახალი ნამშობიარები -გამოცდაზე შესვლა ურიგოდ, კომფორტული სკამი, პოზის შეცვლა/სიარული, საგამოცდო დროის გაზრდა საათზე 5 წთ.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). რა შეღავათებით ისარგებლებენ აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე, რომლებმაც ნაეკს სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა სთხოვეს. 1 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-შეღავათებით-ისარგებლე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T17:56:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
