შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტირა ღირს კინოთეატრებში საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთები?

რა ღირს კინოთეატრებში საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთები?

კინოთეატრ „ამირანის“ დიდი დარბაზიც საქართველო-საბერძნეთის მატჩის ჩვენებას დაეთმობა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ამირანი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„26 მარტს, 21:00 საათზე – ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კინოთეატრ ამირანში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც კინოთეატრის მიერ გამოქვეყნებული კინოაფიშიდან ირკვევა, ბილეთის ფასი 20-25 ლარის ფარგლებში იქნება. გარდა ამისა, ისტორიული მატჩის ჩვენება გაიმართება კავეა სითი მოლში, კავეა სითი მოლი საბურთალოზე და კავეა გალერიაშიც. ფასი ამ შემთხვევაშიც 20-25 ლარის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება. აღნიშნული საფინალო თამაში გადაწყვეტს, ევროპის ჩემპიონატზე რომელი გუნდი იასპარეზებს.

  „ეჭვი არ მეპარება, გამარჯვებას ვიზეიმებთ, ვერ ვითმენ, გავიდე ხალხთან და ემოციები გავიზიარო“ - ილია თოფურიას ემოციები საქართველო-ლუქსენბურგის თამაშის დაწყებამდე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი