რა ღირს კინოთეატრებში საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთები?

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

კინოთეატრ „ამირანის“ დიდი დარბაზიც საქართველო-საბერძნეთის მატჩის ჩვენებას დაეთმობა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ამირანი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„26 მარტს, 21:00 საათზე – ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კინოთეატრ ამირანში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც კინოთეატრის მიერ გამოქვეყნებული კინოაფიშიდან ირკვევა, ბილეთის ფასი 20-25 ლარის ფარგლებში იქნება. გარდა ამისა, ისტორიული მატჩის ჩვენება გაიმართება კავეა სითი მოლში, კავეა სითი მოლი საბურთალოზე და კავეა გალერიაშიც. ფასი ამ შემთხვევაშიც 20-25 ლარის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება. აღნიშნული საფინალო თამაში გადაწყვეტს, ევროპის ჩემპიონატზე რომელი გუნდი იასპარეზებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). რა ღირს კინოთეატრებში საქართველო-საბერძნეთის მატჩის ბილეთები?. 26 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-ღირს-კინოთეატრებში-სა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi