„მძიმეა, როცა საყვარელ ადამიანებს, შენს სახლში, შენს საწოლში ხედავ შიშვლებს“ – რა განაჩენი გამოუტანა შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებულ გოგოს სასამართლომ

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გოგო, რომელმაც ფონიჭალაში შეყვარებული დაჭრა, სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

როგორც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა, მაკა ალექსანდრიამ განაცხადა, ის უახლესი მეგობრის და შეყვარებულის ღალატის მსხვერპლი გახდა.

„მძიმე იყო, როცა შენს ორ საყვარელ ადამიანს შენს საკუთარ სახლში, შენს ოთახში, შენს ლოგინში ხედავ ასეთ მდგომარეობაში – შიშვლებს. და ამის მიუხედავად, რომ ჩემ მიმართ ან ბოდიში ან რამე ყოფილიყო, პირიქით, ზეწოლა მოდიოდა, თითქოს, მე როგორ დავუმტკიცებდი, რომ ეს მოხდა. დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როდესაც ვუთხარი, რომ ყველაფერს მის ქმარს ვეტყოდი და ასევე, სხვა ისტორიებსაც მოვუყვებოდი“, – აღნიშნა ბრალდებულმა

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, დანაშაული არ იყო გამიზნული იმისთვის, რომ სხვა ადამიანის სიცოცხლე დაზიანებულიყო.

- Advertisement -
Ad imageAd image

ადვოკატის თქმით, სასამართლომ მორალური მხარე გაითვალისწინა. “ჩემ დაცვის ქვეშ მყოფსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები მიყენებული. დაზიანებები საკმაოდ მძიმე ხარისხის იყო. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორივე მხარეს შორის მოხდა დაპირისპირება“, – განაცხადა ადვოკატმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „მძიმეა, როცა საყვარელ ადამიანებს, შენს სახლში, შენს საწოლში ხედავ შიშვლებს“ – რა განაჩენი გამოუტანა შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებულ გოგოს სასამართლომ. 26 მარტი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მძიმეა-როცა-საყვარელ-ად/

  გიორგი ქოჩორაშვილი შეყვარებულია - ვინ არის ფეხბურთელის რჩეული?
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi