„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი, ლევან ხაბეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პოლიტიკოსი ფოტოებს შტატებიდან Instagram-ის საკუთარ პროფილზე აქვეყნებს და როგორც იგი ამბობს, ქვეყანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით დატოვა.
როგორც ხაბეიშვილმა ambebi.ge-ს უთხრა, მისი შტატებში ვიზიტის შესახებ საჯაროდ და ღიად ისაუბრა და ამაზე გასაგებად ახსნა, შეუძლებელია:
„ივნისში ვთქვი, ჯანმრთელობის გამო მჭირდებოდა მინიმუმ ორი თვე, რომ რისკები დავაზღვიო და რის გამო მიწევს ამის ახსნა.
აგვისტოს ბოლოდან აქტიურად ვიქნები პროცესებში (როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე) და სწორედ ამიტომ მჭირდებოდა ეს 2-3 თვე, რომ აქტიურ საარჩევნო პერიოდში არცერთი წამი არ დავკარგო,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
– ლევან, ვიცით, რომ თქვენი ძმა წლებია მანდ ცხოვრობს, თითქოს ამიტომ საუბრობდნენ რომ მასთან გადახვედით საცხოვრებლად.
– რა უხერხულია, ამის შემდეგ, რომ იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო.
როგორც ambebi.ge წერს, ხაბეიშვილმა დიალოგი ამ საუბრით დაასრულა და მაისის აქციების დროს, მისი სასტიკად ცემის კადრი გამოგზავნა.
შეგახსენებთ, რომ 1 მაისს, აქციაზე პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილი სასტიკად სცემეს. მაშინ ჯერ კიდევ ენმ-ს თავჯდომარის პოსტს იკავებდა.
8 ივნისს ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. იგი ამ პოზიციაზე თინა ბოკუჩავამ შეცვალა.
მასალის გამოყენების პირობები