„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი, ლევან ხაბეიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
პოლიტიკოსი ფოტოებს შტატებიდან Instagram-ის საკუთარ პროფილზე აქვეყნებს და როგორც იგი ამბობს, ქვეყანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დროებით დატოვა.
როგორც ხაბეიშვილმა ambebi.ge-ს უთხრა, მისი შტატებში ვიზიტის შესახებ საჯაროდ და ღიად ისაუბრა და ამაზე გასაგებად ახსნა, შეუძლებელია:
„ივნისში ვთქვი, ჯანმრთელობის გამო მჭირდებოდა მინიმუმ ორი თვე, რომ რისკები დავაზღვიო და რის გამო მიწევს ამის ახსნა.
აგვისტოს ბოლოდან აქტიურად ვიქნები პროცესებში (როგორც ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე) და სწორედ ამიტომ მჭირდებოდა ეს 2-3 თვე, რომ აქტიურ საარჩევნო პერიოდში არცერთი წამი არ დავკარგო,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
– ლევან, ვიცით, რომ თქვენი ძმა წლებია მანდ ცხოვრობს, თითქოს ამიტომ საუბრობდნენ რომ მასთან გადახვედით საცხოვრებლად.
– რა უხერხულია, ამის შემდეგ, რომ იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო.
როგორც ambebi.ge წერს, ხაბეიშვილმა დიალოგი ამ საუბრით დაასრულა და მაისის აქციების დროს, მისი სასტიკად ცემის კადრი გამოგზავნა.
შეგახსენებთ, რომ 1 მაისს, აქციაზე პარლამენტარი ლევან ხაბეიშვილი სასტიკად სცემეს. მაშინ ჯერ კიდევ ენმ-ს თავჯდომარის პოსტს იკავებდა.
8 ივნისს ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. იგი ამ პოზიციაზე თინა ბოკუჩავამ შეცვალა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „რა უხერხულია, იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო“ – ლევან ხაბეიშვილი ამერიკაში წავიდა. 25 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-უხერხულია-იძულებუ/

