„ჩემი ცოლისთვის პირველი მამაკაცი უნდა ვიყო!.. ქართველ გოგოს, რა წარსულიც უნდა ჰქონდეს, ყველას ერთი ამბიცია აწუხებს, ოფიციალურად გათხოვება უნდათ…“ – ბორის ბედია

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ბორის ბედია

ბორის ბედია ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში მოსაზრებას გამოთქვამს ქართველ ქალებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ დაოჯახებას იმიტომ აგვიანებს, რომ ყოველთვის ძიებაშია და სიყვარულს ეძებს.

როგორც მომღერალი აღნიშნავს, ჭკვიანი ქალები მისთვის მოსაბეზრებლები არიან:

„ქალი მზეთუნახავი თუ არ იქნება, სიმპათიური და ეშხიანი მაინც ხომ უნდა იყოს? შავგვრემანი ქალიც მომწონებია, ქერაც და ჩინელიც. ძალიან ჭკვიანი და ფილოსოფოსი ქალები ჩემთვის მოსაბეზრებლები არიან. ქალი შეიძლება ძალიან ჭკვიანიც იყოს და თავი ცოტა სულელად მოგაჩვენოს. ქალებთან ურთიერთობის იმხელა გამოცდილება მაქვს უკვე, რომ კარგად ვხვდები, როცა ქალი თავს ისულელებს, მაგრამ მაინც მომწონს, მით უმეტეს, თუ კარგად გამოსდის, რადგან ვიცი, ამას რის გამო აკეთებს.

ქართველ გოგოს, რა წარსულიც უნდა ჰქონდეს, ყველას ერთი ამბიცია აწუხებს, ოფიციალურად გათხოვება უნდათ. ერთი კვირაა, გიცნობ და უკვე ცოლობას მთხოვ?! ასე როგორ შეიძლება?“

- Advertisement -
Ad imageAd image

ინტერვიუს სრულ ვერსიას წაიკითხავთ „სარკის“ 24 ივლისის ნომერში, რომელიც დღეს გამოვიდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ჩემი ცოლისთვის პირველი მამაკაცი უნდა ვიყო!.. ქართველ გოგოს, რა წარსულიც უნდა ჰქონდეს, ყველას ერთი ამბიცია აწუხებს, ოფიციალურად გათხოვება უნდათ…“ – ბორის ბედია. 25 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩემი-ცოლისთვის-პირველი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi