პარასკევი, მაისი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„დიდი უმუშევრობა“, ანუ „მოჯადოებული წრე“ ქართულ ტელემედიაში

„დიდი უმუშევრობა“, ანუ „მოჯადოებული წრე“ ქართულ ტელემედიაში

2023 წლის 27 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში – „პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!“ – თქვენი მონა-მორჩილი წერდა: „პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებულ ტელემედიებს სტაბილურობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვთ. პოლიტიკურმა დაჯგუფებამ თუ ჩათვალა, რომ მას ტელევიზიაში მილიონების ჩაყრა აღარ უღირს, არხი მომენტალურად წყვეტს არსებობას. ათეულობით მაღალ ხელფასს შეჩვეული ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ტექნიკური სპეციალისტი რჩება უმუშევრად. ასე დახურულ ტელევიზიებს, ვეჭვობთ, რომ არაერთს ვნახავთ, სავარაუდოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.“

ჩვენი პროგნოზი დროზე ადრე ხდება. პოლიტიკური ძალებმა „ანკესების დახვევა“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყეს. აგერ „ფორმულაზე“ დაიხურა გასართობი და ბიზნესგადაცემები და ეთერში დარჩა მხოლოდ პოლიტიკური თოქ-შოუები და საინფორმაციო გამოშვებები. „ფორმულას“ ხელმძღვანელების განმარტებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ არხმა გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება და საარჩევნო წლის კონტექსტის გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება, არჩევანი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე გაეკეთებინათ.

“პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც…გვიწევს რეორგანიზაცია; არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია; შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება”, — აცხადებენ „ფორმულაში“.

სავარაუდოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რეორგანიზაცია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებსაც შეეხებათ და არ არის გამორიცხული, ეს ტელევიზია საერთოდ დაიხუროს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფინანსური კრიზისია და „რეორგანიზაციას“(ამ ტერმინით ინიღბება ხოლმე ტელეარხების დახურვის დასაწყისი) გეგმავენ სხვა, ასევე პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებული ტელევიზიებშიც. უმუშევრად უკვე დარჩნენ და სამომავლოდ ეს ემუქრებათ ჟურნალისტთა, ოპერატორთა და ტექნიკური სამსახურის თანამშრომელთა მთელ არმიას.

ყველა შემთხვევა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ერთგვარი „მოჯადოებული წრე“ შეიქმნა, რომელიც ასე გამოიყურება – პოლიტიკური დაჯგუფება ტელევიზიის „გაკეთებას“ გადაწყვეტს; „ასხამს“ დიდ ფულს და აწესებს არარაციონალურ და ბაზარზე არსებულ სიტუაციასთან შეუსაბამო მაღალ სახელფასო მარჟას; დიდი რიხით იწყებს მაუწყებლობას, არ აინტერესებს ბალანსი შემოსავლებსა და ხარჯებს შორის; ერთ დღესაც, პოლიტიკური ლიდერები „აღმოაჩენენ“, რომ ვერ მოუტანათ ტელევიზიამ გრანდიოზული შედეგი; იკეტება პარტიულ-ფინანსური ონკანი; იწყება „რეორგანიზაცია“ და ადამიანები რჩებიან უმუშევრები.

  “ვისაც ეს ეხება! გამარჯობა, თქვენი პოსტი Facebook-ზე ვნახე…” – ვის მიმართავს გიორგი ფხაკაძე

უმუშევრად დარჩენა პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა – როდესაც მუშაობ პოლიტიკური პოზიციის მქონე მედიაში და თან წინა პლანზე ხარ(ჟურნალისტი, წამყვანი, პროდიუსერი), გინდა თუ არა, შესაბამის პოლიტიკურ ძალასთან აფილირებული ხდები. ამან კი სამომავლოდ დასაქმებაში შესაძლოა, პრობლემები შეგიქმნას.

„მოჯადოებული წრის“ ბოლო ფაზა უკვე დაწყებულია პოლიტიკურად კონტროლირებადი ტელევიზიების დიდ ნაწილში. „რეორგანიზაციები“, სავარაუდოდ, დაჩქარდება ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პოლიტიკური დაჯგუფებები უბრალოდ აზრს ვეღარ დაინახავენ მილიონების ჰაერში „გასროლაში“. დიდი ალბათობით, პოლიტიკური ფულით დაფინანსებული ტელევიზიების ნაწილი დაიხურება, ნაწილისგან კი მინი-მოდელი დარჩება.

ეს კარგია თუ ცუდი? უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ძალიან ცუდია. თუმცა მეორე მხრივ, „მოჯადოებული წრე“ მხოლოდ ერთ კონკრეტულ სეგმენტს კი არა, მთელ საზოგადოებას აზიანებს.

როდესაც ტელემედია არის ბიზნესი და არა პოლიტიკური იარაღი, იქ არის სტრატეგია და გათვლები, რომ ტელეარხი დოტაციურიდან იქცეს შემოსავლის წყაროდ. ასეთად კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, თუ მაყურებელს მიაწვდის მაღალი ხარისხის პროდუქტს – უპირველეს ყოვლისა კი, ობიექტურ და დაბალანსებულ ინფორმაციასა თუ ანალიზს(რაც დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია). და ამ სტრატეგიის განხორციელებისა და განვითარების გზაზე ერთ-ერთი მთავარი ბარიერი მოკლევადიანი პოლიტიკური ტელეპროექტებია, რომელთა სპონსორებსაც არც ხარჯები აინტერესებთ, არც მოგება და არც საზოგადოების ინტერესი. ისინი მაყურებელს იმას კი არ აწვდიან, რაც საზოგადოებას სჭირდება, არამედ ალტერნატიულ რეალობას და ცდილობენ, „თავში ჩაუდონ“ კონკრეტული პოლიტიკური ძალის „მესიჯბოქსი“. შესაბამისად, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალ ტელემედიას ჯანსაღ გარემოში განვითარების კონკრეტული ეტაპის მიღწევისთვის თუ ერთი-ორი წელი დასჭირდებოდა, ზემოხსენებული სცენარის შემთხვევაში, უკეთეს შემთხვაში, დასჭირდება ხუთი-ათი წელი, რაც ბიზნესსაც აზიანებს და საზოგადოებასაც.

მეორეც – მედიის(მათ შორის ტელემედიის) ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მოქალაქეების პრობლემებზე ორიენტაცია. თუმცა პოლიტიკურად კონტროლირებად ტელეარხებთან დაკავშირებით ეს პროცესი არაჯანსაღია – მაგალითად, თუ თქვენ ხართ უსამართლობის მსხვერპლი და დაუკავშირდით რომელიმე ასეთ არხს, მისი წარმომადგენლები(მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ძალიანაც გგულშემატკივრობდნენ) იმაზე იწყებენ ფიქრს, პოლიტიკურად აწყობთ თუ არა თქვენი პრობლემის გაშუქება. დიახ, შესაძლოა, არც მოგაქციონ ყურადღება ან თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ისეთი ინტერპრეტაციებით მიაწოდონ მაყურებელს თქვენი საკითხი, რომ უარეს შარში გაგხვიონ.

  „ყველაფერზე გევაჭრებიან, რესტორანში არ შედიან, დღეში საშუალოდ $50-ს ხარჯავენ, რაც ძალიან ცოტაა“ - ვინ მოგზაურობს საქართველოში?

ბიზნესი კი, რომელიც ამა თუ იმ პოლიტანგაჟირებულ ტელევიზიაში სარეკლამო ფულს დებს, იმ ძალასთან ასოცირდება, ვისაც წარმოადგენს ის ტელევიზია.

შესაბამისად, თუ ტელემედიებს ჩამოშორდება პოლიტიკური მდგენელი, ეს საზოგადოებისთვისაც კარგი იქნება, ბიზნესისთვისაც, მედიაპროფესიონალებისთვისაც(ბიზნესპროექტში დასაქმება უფრო მეტ სტაბილურობას ნიშნავს, ვიდრე პოლიტიკურში) და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვისაც.

P.S. თუმცა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 2028 წლის არჩევნებია. ამიტომაც, არც ის არის გამორიცხული, რომ „მოჯადოებული წრე“ თავიდან ჩაირთოს. წყარო

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.