რა კავშირშია შეშუპება და დაბუჟება ხერხემალთან? რა შეიძლება სხეულის შეშუპების მიზეზი გახდეს
თუ ხშირად გაწუხებთ შეშუპება, ეს შეიძლება, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული.
საუბრობს ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი, ენდოკრინოლოგი ნინო ვაშაკიძე გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”.
შეშუპება ჯანმრთელ ორგანიზმშიც – როგორ დავიცვათ თავი?
შეშუპება მხოლოდ სერიოზული დაავადებების ნიშანი არ არის – ეს სიმპტომი შესაძლოა, ჯანმრთელ ადამიანსაც გაუჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცხოვრების სტილი და ყოველდღიური ჩვევები არასწორია. თუ დღის ბოლოს ან დილიდანვე გაწუხებთ სიმძიმე, ქუსლების შეშუპება ან მთლიანი სხეულის სიმძიმის შეგრძნება, დროა დეტალურად დააკვირდეთ მიზეზებს.
რა იწვევს შეშუპებას ჯანმრთელ ადამიანში?
ხერხემლის მდგომარეობა
ხერხემალი აკონტროლებს ნერვულ სიგნალებსა და ლიმფურ ნაკადს. როდესაც ინერვაცია ირღვევა, იკლებს კაპილარებისა და კუნთების ფუნქცია, რაც პირდაპირ აფერხებს სითხის სწორ გადანაწილებას ქსოვილებში. გააგრძელეთ კითხვა