პარასკევი, აგვისტო 15, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბები„რა ერთნაირი ბედი გვქონია… როგორც თამუნამ თქვა, ნუ რას ვიზამთ ყველას ვერ...

„რა ერთნაირი ბედი გვქონია… როგორც თამუნამ თქვა, ნუ რას ვიზამთ ყველას ვერ ვეყვარებით…“ – ცისნამი საყვარლიშვილი

„რა ერთნაირი ბედი გვქონია. თამუნას ბიოლოგიურ დედას ჩემი ბიოლოგიური დედასავით არ უნდა შვილთან ურთიერთობა და სიახლოვე|“, – წერს ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, რითაც ეხმაურება თამუნა მუსერიძის ვიდეომიმართვას, რომელიც ჟურნალისტმა ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა და რომელშიც ამბობს, რომ დედას მასთან ურთიერთობა არ სურს.

„როგორც თამუნამ თქვა, ნუ რას ვიზამთ ყველას ვერ ვეყვარებით და ვენდომებით. მაგრამ, არის დიდი მაგრამ!

დედა ხარ შენ ჩემი და შენ თუ ჩემთან ურთიერთობა არ გინდა, მე მინდა და მე მჭირდება როგორც სასმელი წყალი!

შენი აღიარება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საშინლად მსჯი. მთელი ცხოვრება ამ კომპლექსით უნდა ვიცხოვრო, რომ დედას არ ვუნდივარ. ხანდახან ვფიქრობ, ნუთუ ასეთი ცუდი ვარ? რა დავაშავე ასეთი? მე ხომ არ მითხოვია რამე, გარდა იმისა რომ მაღიარო როგორც შვილი.

თამუნა შენს გვერდით ვარ. მე ვიცი რასაც გრძნობ და განიცდი. მე მესმის შენი ტკივილი, რადგან მეც იგივე ტკივილით ვცხოვრობ.

დედის სიყვარული მაკლია და მინდა. სანამ ცოცხალი ვიქნები ვიბრძოლებ ამისთვის.

თამუნა წარმატებები ყველაგან და ყველაფერში. შენს გვერდით ვარ.

დედისგან არაღიარებული შვილი – ც ი ს ნ ა მ ი!“, – წერს ცისნამი საყვარლიშვილი.

  ვის აღარ მოუწევს დასაქმებისას ნარკოლოგიური შემოწმება? - ცვლილებას პარლამენტი განიხილავს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი