„ბებიაქალი ვიპოვეთ, ყველა ხაზი იმისკენ მიდიოდა, რომ ახალშობილების ყიდვა-გაყიდვაში მონაწილეობდა, მთავარი კითხვა უნდა დაგვესვა, აღმოჩნდა რომ დემენცია ჰქონდა“ – მაია ასათიანი ემოციურ ამბავს იხსენებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

ტელეჟურნალისტი მაია ასათიანი „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო.

გადაცემაში სხვადასხვა საკითხზე საუბრის დროს, მაია ასათიანმა გაიხსენა ერთ-ერთი ემოციური ამბავი, რომელიც მის ტელეპროექტს „პროფილს“ და გაშვილებული ბავშვების თემას უკავშირდება:

„არასდროს დამავიწყდება, ვიპოვეთ ქალბატონი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სამშობიაროში ბებიაქალი იყო და ყველა ხაზი მისკენ მიდიოდა, რომ ის ჩვილებით ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთი მონაწილე იყო. ამ ქალბატონს წლები ვეძებდით და ბოლოს მივაკვლიეთ.

რამდენიმე ახალშობილის ამბავი გვაინტერესებდა, ეს ადამიანები ელოდებოდნენ პასუხს – ვისგან იყიდა ჩვილები მისმა ოჯახმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ეს ქალი, ღრმად მოხუცი, ერთ-ერთ მოხუცებულთა თავშესაფარში ვიპოვეთ, მივედით და მაშინ, როდესაც სახელით, გვარით პასპორტით ხარ მისული და როცა მთავარი შეკითხვები უნდა დასვა – აღმოჩნდა, რომ ამ ქალს დემენცია აქვს. ეს განცდა არასდროს დამავიწყდება, მას არაფერი ახსოვდა, რაღაც მომენტში გვეგონა, ხომ არ თამაშობდა, მაგრამ არა, მას დემენცია ჰქონდა“, – აღნიშნა მაია ასათიანმა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „ბებიაქალი ვიპოვეთ, ყველა ხაზი იმისკენ მიდიოდა, რომ ახალშობილების ყიდვა-გაყიდვაში მონაწილეობდა, მთავარი კითხვა უნდა დაგვესვა, აღმოჩნდა რომ დემენცია ჰქონდა“ – მაია ასათიანი ემოციურ ამბავს იხსენებს. 17 ოქტომბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ბებიაქალი-ვიპოვეთ-ყველ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T02:22:00+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi