შაბათი, მაისი 9, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისირა დრო დასჭირდება თბილისში 2 ახალი მეტროსადგურის აშენებას

რა დრო დასჭირდება თბილისში 2 ახალი მეტროსადგურის აშენებას

რა დრო დასჭირდება თბილისში 2 ახალი მეტროსადგურის აშენებას

გლდანსა და ვარკეთილში ახალი მეტროსადგურების დამატება იგეგმება. თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული მიმართულებები გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო შეირჩა.

უფრო კონკრეტულად, მერიის ცნობით, ვარკეთილში მეტროსადგური საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა და დიმიტრი ალექსიძის ქუჩების კვეთაზე აშენდება. რაც შეეხება გლდანს, მეტროს ახალი ხაზი მეტროსადგურ ახმეტელიდან კენტ და ლუწ მიკრორაიონებს შორის, კერძოდ, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების გაყოლებაზე გაივლის.

ამასთან, როგორც ცნობილია, ვარკეთილის მიმართულებით პერსპექტიული დაგრძელების ჯამური სიგრძე 1.2 კმ.-ს, ხოლო გლდანის მხარეს 1.1 კმ.-ს შეადგენს.

ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი „ბიზნესპრესნისუთან“ ამბობს, რომ პროექტის დასრულების ვადად 5 წელია განსაზღვრული. თუმცა მისი თქმით, ამის მიღწევა, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ პროცესი გართულებების გარეშე წარიმართება და სამუშაოებს გამოცდილების მქონე, საერთაშორისო კომპანია შეასრულებს.

რაც შეეხება ღირებულებას, გიორგი ბაბუნაშვილის ინფორმაციით, 1 კმ ღრმა განლაგების მეტროს ხაზის გაყვანა 80-დან 100 მლნ აშშ დოლარამდე ჯდება, შესაბამისად, მთლიანობაში, პროექტის საორიენტაციო ბიუჯეტი დაახლოებით, 200-300 მლნ აშშ დოლარამდეა.

„როდესაც ბაზრის კვლევა გამოაცხადა მერიამ, დაახლოებით 5 წელი იყო მითითებული როგორც პროექტირების, ისე მშენებლობის დასრულების ვადად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კარგი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანია შემოვა, ამ ვადაში მისი შესრულება შესაძლებელია. თუმცა, წინასწარ რთულია თქმა, რადგან როგორც გეოლოგიური, ისე მთელი რიგი სხვა სახის გართულებები შეიძლება გამოჩნდეს.

ზოგადად, მეტროს მშენებლობის პროექტი, სხვადასხვა ქალაქებში იმით გამოირჩევა, რომ რთულია წინასწარ განსაზღვრულ ვადებში ჩასმა და ხშირად ხდება მისი კორექტირება. თუმცა თუ ყველაფერი იდეალურად, იქნება აწყობილი: შემოვა გამოცდილი კომპანია, ყველანაირ ლოჯისტიკურ თუ სხვა სახის პრობლემას მოაგვარებს დროულად, არ მოხდება გართულება კომუნიკაციების გადატანის კუთხით, მაშინ შესაძლებელია მისი შესრულება.

რაც შეეხება ფინანსებს, ზოგადად არსებობს საშუალო ღირებულება. ეს ორივე არის ღრმა განლაგების მეტროსადგურები. როგორც გლდანში, ისე ვარკეთილში შეუძლებელია მიწისზედა ან მიწის ზედაპირთან ახლოს განლაგებული მეტროსადგურების მშენებლობა. ასეთი ღრმა განლაგების 1 კმ სიგრძის მეტროს ხაზის მშენებლობა, საშუალოდ 80-დან 100 მლნ აშშ დოლარამდე მერყეობს. ჩვენ ახლა საშუალოდ გვაქვს 2.5 კილომეტრამდე სიგრძის მეტროსადგურები, რაც დაახლოებით 200-250 მლნ აშშ დოლარის ღირებულებაა. თუ პროექტირებასაც გავითვალისწინებთ, საორიენტაციო მოსალოდნელი ღირებულება დაახლოებით 200-დან 300 მლნ აშშ დოლარამდეა.

  თბილისის მერია 18-მეტრიანი ავტობუსების ტექნიკური მომსახურებისათვის €20 მილიონიან კონტრაქტს აფორმებს

თუმცა, ეს იმ მოცემულობით, თუ რამე სხვა სირთულეები არ გამოიკვეთება პროექტის შესრულების პროცესში. იმიტომ, რომ მაგალითად, გეოლოგიურმა სირთულეებმა შესაძლოა ბევრად გააძვიროს მეტროს მშენებლობა და მეორე, თუ კომუნიკაციების გადატანასთან დაკავშირებით არ შეიქმნება პრობლემა“, – ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი.

კითხვაზე, იმ გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც მაგალითისთვის, წლებია ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაც კი ვერ დასრულდა, რამდენად რეალურია ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება – გიორგი ბაბუნაშვილი ამბობს, რომ ეს სწორად შერჩეულ კომპანიაზეა დამოკიდებული.

„იგივე ვარკეთილში და სხვა სადგურებში გართულებები მოჰყვა იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე და პრინციპში არც ამიერკავკასიაში არ არიან საკმარისი გამოცდილების და ტექნიკური აღჭურვილობის მქონე კომპანიები. თუ იგივე მოცემულობას გადმოვიტანთ ახალი მეტროსადგურების მშენებლობაზე, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში შეუძლებელია ასეთი კომპანიის მოძებნა. რომელიმე კომპანიამ ინიციატივაც რომ გამოიჩინოს, დიდი ალბათობით ის ამას დამოუკიდებლად ვერ შეასრულებს, როგორც გამოცდილების ისე სპეციფიკური აღჭურვილობის არარსებობის გამო.

ჩემი ვარაუდით, ეს უნდა იყოს საერთაშორისო ტენდერი. სხვათა შორის, თურქეთშიც არის გამოცდილი კომპანიები. ასევე შეიძლება იყოს ჩინური კომპანიაც, რაც შეეხება ევროპულ კომპანიებს, რამდენად დაინტერესდებიან, არ ვიცი, რადგან როგორც წესი, ისინი უფრო მასშტაბურ და დიდ პროექტებს იღებენ (2 სადგური მათთვის არ არის დიდი პროექტი). თუ ასეთი გამოცდილი კომპანია შემოვიდა, მე ვფიქრობ, არ უნდა იყოს პრობლემა“, – ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი.

 

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.