თბილისში წელს 138 სილამაზის სალონში სანიტარული ნორმების დარღვევა გამოვლინდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

თბილისში წელს შემოწმებული 327 სილამაზის სალონიდან 138-ში გამოვლინდა სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-მ თბილისის მერიიდან გამოითხოვა, რომლის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის კომპეტენციაში შედის სილამაზის სალონების შემოწმება.

როგორც უწყების მიერ მოწოდებული სტატისტიკიდან ირკვევა, მიმდინარე წელს, იანვრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, 134 სილამაზის სალონი ხელახლა გადამოწმდა. ჯარიმა არცერთ შემთხვევაში არ გამოწერილა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ გადამოწმების შემდეგ ყველა მათგანს შესაბამისი ნორმები უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ 2024-ში ჯამში შემოწმდა 312 სილამაზის სალონი, მათგან 134-ში გამოვლინდა ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობა. აღნიშნული 134-ვე სალონი მოგვიანებით გადამოწმდა და ჯარიმა არც ერთხელ არ გამოწერილა.

წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image

 

 

მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). თბილისში წელს 138 სილამაზის სალონში სანიტარული ნორმების დარღვევა გამოვლინდა. 11 ოქტომბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/თბილისში-წელს-138-სილამაზის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi