ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარა არ უნდა გამოვსახოთ სააღდგომო კვერცხზე - გიორგი ლობჯანიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან...

რა არ უნდა გამოვსახოთ სააღდგომო კვერცხზე – გიორგი ლობჯანიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

ასტროფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:

„წითელი პარასკევი – ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მთელი წლის განმავლობაში. გეტყვით ძირითად საკითხებს, რაზეც შეიძლება ყურადღების გამახვილება:

ამ დღეს არ ულოცავენ ერთმანეთს! ებრაელმა ხალხმა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა განკაცებულ ღმერთს, მესიას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. რატომ? პასუხი ასეთია: ებრაელ ხალხს არ სურდა ისეთი მესია, ისეთი მეფე, რომელიც დამცირებას აიტანდა, მოითმენდა, რომელიც სიყვარულს იქადაგებდა, მათ შორის მტრის სიყვარულსაც. იმ ეპოქაში სიყვარულზე, მოთმინებსა და კეთილსინდისიერებაზე საუბარი ზედმეტი იყო. მათი ცრუ გაგებით, ვერცერთი მიწიერი დაპირება ვერ მიიღო ამ ერმა და ამიტომაც არჩიეს ქრისტეს ბარაბა სამსჯავროზე.
ქრისტე კი დროებით, სულით მიდის ქვეშეთში ,,ჯოჯოხეთში”, იმისთვის, რადგანაც და როგორც იცით, ძველი აღთქმის წლებში დედამიწაზე განკაცებული ნებისმიერი სული ბოლოს მაინც შავეთს მიდიოდა, მეტსაც გეტყვით ბერძნული წყაროები მოწმობს, ასეთ გასაოცარ ფაქტს, ეს დოკუმენტურ ფილმშიცაა ნაჩვენები, თუ შევძელი დავდებ ლინკს, რადან ძველი ვერსიაა: საუბარია იმაზე, რომ ქრისტე ჯოჯოხეთში, ამჯერად, ამარცხებს ,,ჰადესს”, ხოლო მისგან გაწამებული სულები კი ამოყავს და ათავისუფლებს მათ, ასე და ამგვარად, ნებისმიერი გასაღები მის ხელშია და მის სამართლიანობას ეფუძვნება სამყაროში არსებული პროცესები. ხოლო მაგ ტიტან ,,ვითომ” ღმერთებს კი გავლენა აღარ აქვთ სხვებზე, თუ თავად, თავისუფალი ნებით არ დაემორჩილა ადამიანი დემონურ ძალას.

კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა. წითელი, მეწამული ფერი კი სამეფო ფერია. სიცოცხლის არსში კი ღმერთი სუფევს. ქრისტეს აღდგომის შემდეგ კი მოწაფეებმა დაიწყეს ამ სასიხარულო ამბის უწყება. წმინდა მარიამ მაგდალინელი კი რომში წავიდა და შევიდა იმპერატორთან უპრობლემოდ მისი ცნობადობის გამო და ახარა ქრისტეს აღდგომა. იმპერატორმა კი უპასუხა, დაუჯერებელია, როგორც ეს კვერცხი ვერ გაწითლდება, ისე ვერ მოხდებოდა ეგ ამბავიო. კვერცხი კი ამ დროს მართლა გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები ასე ეგებებიან აღდგომის დღესასწაულს.

  6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს

ეცადეთ ასეთ მძიმე დღეს ზედმეტად არ დაიტვირთოთ არანაირი საქმით. ყველანაირი პირადული გადადეთ გვერდზე. ზედმეტი ხმაური, ხალხმრავალი ადგილები, ფული, მიღწევები, ქეიფი … ეს ბოლო აღდგომის დღეები უმჯობესი იქნება და წითელ პარასკევს, მით უმეტეს. საქართველო მოძრაობს ქრისტიანულ ენერგო ველში, ხოლო ამ რელიგიურ ველში, როცა მასობრივად ქვეყანა უკუსვლით მოძრაობს, ეს ძალიან ნეგატიურად ეხება შემდგომ მთელ ერს. მარტივ ენაზე ვიტყვი – საზიანოა.

ყველა აღდგება მკვდრეთით – ადამიანის სამშვინველი და ეთერული სხეული არსად არ იკარგება, ამას მხოლოდ რელიგიის მსახურები არა, საკმაოდ წინწასული ბრძნულად მოაზროვნე ფილოსოფოსებიც ადასტურებენ და ამ აზრს ვიზიარებ მეც და მთელი სახარებაც. კითხვიდან: როგორი იქნება მკვდრეთით აღმდგარი ადამიანის სხეული? პასუხი შემდეგნარია: განა მხოლოდ ქრისტე აღსდგა მკვდრეთით? მკვდრეთით აღსდგა მარიამ ღვთისმშობელი, ასევე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის სხეულმა სულითურთ და სხვა წმინდანებმაც … ხოლო მკდრეთით აღდმგარი მართალთა სხეულები იქნება განსულიერებული, როგორც ქრისტეს სხეული იყო უჭკნობი, არა კვდომისკენ, არა ხრწნადობისკენ, არამედ, მარადიულობისკენ მიდრეკილი, ზუსტად ასეთი განსულიერებული სხეული ექნება მართალს. მეტსაც გეტყვით ძალიან ბევრი წმინდანის სხეული იქნებოდა ზეცად ატაცებული, მაგრამ მათი წმინდა ნაწილები მიწაზეა, ისევ ადამიანთა შემწეობისთვის, რომ წარმართულად მოაზროვნე როგორმე გონს მოეგოს. თუ ადამიანს სასწაული არ უჩვენე, ისე, სამწუხაროდ, არ გიჯერებს. ჯვარზე გაკრულ ღმერთსაც კიდევ სასწაულს სთხოვდნენ, სამწუხაროდ … იმდენად გონდაკარგული ,,სავლეა” ადამიანი.

აღდგომის მეორე დღეს, მხოლოდ მიცვალებულთა პატივსაცემად კი არ მიდის ადამიანი საფლავზე, არამედ, ზუსტად იმიტომ რომ კაცობრიობის ერთადერთი მტერი სიკვდილი დახშულია, გაუქმებულია. მისი ბოლომდე გაუქმება კი იქნება ქრისტეს მეორედ დიდებით დაბრუნების დროს. შესაბამისად, ქრისტეს სამართლიანობაც ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ ინდივიდს ჩადენილი საქმისამებრ მიანიჭოს თავისი, რადგან ადამიანი მხოლოდ სულით კი არ სცოდავს ან აკეთებს სიკეთეს, არამედ, ხორცითაც და შესაბამისად ყველას თავისივე განსულიერებულ ხორცში მოეკითხება პასუხი. ისევე, როგორც ქრისტე ადამიანს ყველაფრით იღებს, ყველაფრით უყვარს მარტო სულით არა, სამშვინველით, ფსიქიკით, სხეულით …

  L’Impératrice პირველად საქართველოში — პარიზული დისკო-ფანკის შოუ თბილისში

ეცადეთ, რომ წითელ კვერცხებზე ხატები და ქრისტიანული ატრიბუტები არ გამოსახოთ. ეს კვერცხები გატყდება და ხატის გამოსახულებიანი ნაფცქვენები წავა ურნაში. ამიტომ ბიზნესად ნუ აქცევთ ყველაფერს და ნურც ცოდვაში ჩაყოფთ ფეხს!

,,მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან”. (ლუკა. 23,34) იმდენად უსაზღვროდ დიდია ჯვარზე გაკრული ქრისტე ღმერთის სიყვარული ადამიანებისადმი, რომ იქიდანაც კი მოუხმობს სამების პირველ ჰიპოსტასს, ანუ მამა ღმერთს ჩვენი ცოდვების მიტევებისთვის! ხომ არნახულადაა ნაცემი, ეკლის გვირგვინი აქვს თავზე დადგმული და ჩარჭობილი, ხორცი ამოგლეჯილი, გამათრახებული და დალურსმნული ჯვარზე, მაგრამ იქიდანაც ჩვენზე ფიქრობს. სამწუხარო კი ის არის, რომ ჩვენი უგუნურობით, ამპარტავნობით, ურწმუნობით, გარყვნილებით, სიცრუით და დემონური სულისკვეთებით, თითოეული ცოდვის დროს ვაკრავთ ხელმეორედ ქრისტეს ჯვარზე. გაცნობიერებით იწყება ყველა პროცესი, მაგრამ დღევანდელ დროში, რაც ხდება, ამ საყოველთაო სულიერ მარაზმში, რთულია საერთოდ ქრისტეზე საუბარი კი არა მისი ხსენებაც კი. ჭეშმარიტი გრძნობა, სიყვარული და სიმართლე არასდროს ყოფილა პოპულარული და ვინც ამას ამბობს, ანუ მის გზას მიჰყვება – წუთისოფელი მასაც ჯვარზე გააკრავს, ოღონდ სხვადასხვა დროში – სხვადასხვა ფორმით.სულიერად ნაყოფიერ დღეებს გისურვებთ! იმუშავეთ თქვენს შიგნით. შიდა სამყაროს თუ მოერევით, გარეთ ბრძოლა აღარ გაგიჭირდებათ.პ.ს. ,,გრაალის” თასსა და იოსებ არიმათიელის ამბებზე ვეცდები სხვა დროს გარკვეული ინფორმაციები მოგაწოდოთ.“ – წერს ლობჯანიძე.

SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.