მეუფე შიო: უფალს სურს, ჩვენი გამოსწორება, ჩვენი განწმენდა, უფრო მეტად, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა – თუ ჩვენი სურვილი ნამდვილია, აუცილებლად მოვა და გამოგვასწორებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

უფალს სურს, ჩვენი გამოსწორება, ჩვენი განწმენდა, უფრო მეტად, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა – თუ ჩვენი სურვილი ნამდვილი, ძლიერი და სერიოზულია და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის თავისი მადლით აუცილებლად მოვა და გამოგვასწორებს, – ასე მიმართა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს.

მეუფე შიოს თქმით, ადამიანის გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

„ჩვენი გამოსწორება, შინაგანი ცვლილება მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ჩვენ ჩვენი ძალებით არ ძალგვიძს. შეიძლება გარეგნულად რაღაც შევცალოთ ოდნავ, მაგრამ შინაგანად ეს ჩვენთვის მიუღწეველია, როცა ამბობს უფალი, რომ უჩემოდ არ შეგილიათ არაფერი. და აი, ძვირფასო დებო და ძმებო, უფალს სურს, ჩვენი გამოსწორება და განწმენდა. შეგახსენებთ, ერთხელ მასთან მივიდა სნეული და მიმართა: „უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია რომ გამწმინდო“ და რა მოუგო უფალმა?! „მნებავს, განიწმინდე“. ასე რომ, უფალს ეს სურს. დაემთხვა ადამიანის ნება და ღმერთის ნება და ის ადამიანი განიკურნა. ასე რომ, უფალს სურს ეს, ჩვენი გამოსწორება, ჩვენი გაწმენდა, უფრო მეტად კიდევ, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა. თუ ჩვენი სურვილი ნამდვილი, ძლიერი და სერიოზულია და თუ ჩვენ მივმართავთ უფალს შეწევნისთვის, ის თავისი მადლით აუცილებლად მოვა და გამოგვასწორებს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ვევედროთ უფალს, მოგვცეს ძალა, შეწევნა, რომ ვიაროთ ჭეშმარიტების გზით, სინათლის გზით და ქრისტესთან ერთად. ამინ!,” – მიმართა მეუფე შიომ მრევლს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). მეუფე შიო: უფალს სურს, ჩვენი გამოსწორება, ჩვენი განწმენდა, უფრო მეტად, ვიდრე ეს ჩვენ გვინდა – თუ ჩვენი სურვილი ნამდვილია, აუცილებლად მოვა და გამოგვასწორებს. 10 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/მეუფე-შიო-უფალს-სურს-ჩვენ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T18:31:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi