„ამ ფოტოზე ყველაფერია – დედას წესის აგების დროს, მონაზონმა გადაიღო ეს საოცარი რამ…“- ეკა ბესელია ფოტოს აქვეყნებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

პოლიტიკოს, „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელს, ეკა ბესელიას დედა 28 სექტემბერს გარდაეცვალა. გულიზარ ბესელია დღეს, მცხეთის დედათა მონასტრიდან გამოასვენებენ და საბურთალოს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ეკა ბესელიას დედას, მოულოდნელად ანევრიზმა გაუსკდა და უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში. სადაც თვეზე მეტხანს ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ მის გადასარჩენად. სამწუხაროდ, ქალბატონი გულიზარის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღეს, ეკა ბესელიამ სოცქსელში ფოტო გაავრცელა, რომელიც სამთავროს მონასტერში, დედის წესის აგების დროს მონაზონმა გადაიღო: 

„მეტს ვერაფერს დავწერ დღეს…
მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა დედას ყველაფრისთვის…
და მადლობა ყველას ოჯახის სახელით სამძიმრისთვის…
სამთავროს დედათა მონასტერში დედას
წესის აგების დროს მონაზონმა გადაიღო ეს საოცარი რამ…
წესის აგება ჩვენმა მოძღვარმა, ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა მამა კონსტანტინემ ჩაატარა
მეუფე იობი
მეუფე გრიგოლი
მამა ილია
მამა გიორგი
მამა მირიანი
მამა გიორგი …
სამთავროს დედები უწყვეტი ლოცვით და გალობით აცილებდნენ დედას ცათა სასუფეველში …
ამ ფოტოზე ყველაფერია….
დედამ თავისი ლამაზი სულით მისი გაცილებაც გასაოცარი გახადა“- წერს ეკა ბესელია.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „ამ ფოტოზე ყველაფერია – დედას წესის აგების დროს, მონაზონმა გადაიღო ეს საოცარი რამ…“- ეკა ბესელია ფოტოს აქვეყნებს. 2 ოქტომბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/ამ-ფოტოზე-ყველაფერია-დე/

  რატომ აკურთხებენ ფერისცვალებას ტაძრებში ხილს?
გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi