პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიFace-ამბებირა არის ცნობილი 22 წლის ბიჭზე, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა...

რა არის ცნობილი 22 წლის ბიჭზე, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი 14:30 საათზე გაკეთდება.

22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.

როგორც ის წერს, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეს, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოარტყეს.

„22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს! კომაშია! გუშინ, სპეცრაზმელებმა თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა. მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ. ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ! ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!“ – წერს ჟორჟოლიანი.

  კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდა — იხილეთ, დეტალები
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი