საქართველოს მთავრობა მიმართვას ავრცელებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მსურველებს, ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს, რათა 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერში გაიმართოს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ყოფილმა და მოქმედმა პოლიტიკოსმა. ვთავაზობთ მათ, ათამდე თანამოაზრეებთან ერთად, ხვალ მობრძანდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, რათა გავმართოთ საჯარო დისკუსია პირდაპირი ეთერის ფორმატში“ – აღნიშნულია განცხადებაში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). საქართველოს მთავრობა მიმართვას ავრცელებს. 3 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-მთავრობა-მიმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi