რა არის ცნობილი 22 წლის ბიჭზე, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი 14:30 საათზე გაკეთდება.

22 წლის ბიჭთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა.

როგორც ის წერს, სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეს, თვალში, სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოარტყეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

„22 წლის ა.თ. რეანიმაციულში გადაიყვანეს! კომაშია! გუშინ, სპეცრაზმელებმა თვალში მოარტყეს გაზის კაფსულა. მთელი ღამე ოპერაციას უკეთებდნენ. ახლა მთელმა საქართველომ მისი გადარჩენისთვის უნდა ვილოცოთ! ახლა ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია!“ – წერს ჟორჟოლიანი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). რა არის ცნობილი 22 წლის ბიჭზე, რომელსაც თვალში სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა. 3 დეკემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/რა-არის-ცნობილი-22-წლის-ბიჭზ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi