პარასკევი, თებერვალი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარამდენი აბიტურიენტი იღებს გრანტს და რამდენი ხვდება უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების შემდეგ -...

რამდენი აბიტურიენტი იღებს გრანტს და რამდენი ხვდება უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების შემდეგ – ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყო და კვლავ მიმდინარეობს. საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ კი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკურ მონაცემებსაც გაგვიზიარებს. ყოველწლიურად დარეგისტრირებული აბიტურიენტების გარკვეული რაოდენობა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უფლებას ვეღარ მოიპოვებს. გრანტებიც განსაზღვრულ რაოდენობაზე გაიცემა. ვიდრე 2024 წლის გამოცდების შედეგებს გავიგებთ, გადავხედოთ წინა წლების სტატისტიკას – რამდენმა აბიტურიენტმა მოიპოვა უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება და რა რაოდენობის გრანტი გაიცა:

2023 წელი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება 34 800-ზემეტმაგამოსაცდელმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77 %-ია.

2023 წელსდაფინანსდა 12 000-ზემეტიგამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი 6 540-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 500-ზე მეტი გამოსაცდელი.

2022 წელი

2022 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების უფლება 32 100-ზე მეტმა გამოსაცდელმა მოიპოვა, რაც რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 77%-ზე მეტს შეადგენს. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა. 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 500-მდე; 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა გამოსაცდელმა.

2021 წელი

2021 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 29362- მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებულიაბიტურიენტების 76%-ზემეტიგახდასტუდენტი.

სახელმწიფოგრანტიგადანაწილდა 6500-ზემეტსტუდენტზე,სახელმწიფოსმიერსრულადდაფინანსებულსაგანმანათლებლოპროგრამებზეკისწავლა 4200-ზემეტმააბიტურიენტმა გააგრძელა.

2020 წელი

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საარქივო ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლა 29 614 აბიტურიენტმა გააგრძელა. სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც რეკორდული რაოდენობაა. 2023 წელს45 000-ზემეტიაბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული.

2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებისათვის 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა;

2021 წელს – 38 300-ზე მეტი აბიტურიენტი;

2020 წელს – 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი;

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

რომელი ქალაქები უნდა მოინახულოთ ჩინეთში

27 February, 2025
“დროა, “ნიმესილი” აიკრძალოს საქართველოში!”- გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

“დროა, “ნიმესილი” აიკრძალოს საქართველოში!”- გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

თებერვალი 27, 2025
სარკე ინტერიერში – დიზაინისა და ფუნქციონალობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი

სარკე ინტერიერში – დიზაინისა და ფუნქციონალობის უმნიშვნელოვანესი ელემენტი

თებერვალი 28, 2025
ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

ყველაზე ბინძური ნივთი თქვენს სახლში – სამზარეულოს ღრუბელი!

თებერვალი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

რა ვნახოთ ბორჯომში – ბორჯომი მდიდარია საოცარი, თვალისმომჭრელი მთებით, ტბებით და ეროვნული პარკებით.

თებერვალი 24, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რომელი ხილისა და ბოსტნეულის შენახვა არ შეიძლება მაცივარში და რატომ

რომელი ხილისა და ბოსტნეულის შენახვა არ შეიძლება მაცივარში და რატომ

თებერვალი 27, 2025
სილამაზის ინდუსტრია: მარკეტინგული სტრატეგიები

სილამაზის ინდუსტრია: მარკეტინგული სტრატეგიები

თებერვალი 27, 2025
მოგზაურობა ვენეციაში — დაუვიწყარი გამოცდილება იტალიის ტრადიციების გულში

მოგზაურობა ვენეციაში — დაუვიწყარი გამოცდილება იტალიის ტრადიციების გულში

25 თებერვალი 2025
ლილო — ისტორიული სოფელი და თანამედროვე თბილისის ტერიტორიის ნაწილი

ლილო — ისტორიული სოფელი და თანამედროვე თბილისის ტერიტორიის ნაწილი

თებერვალი 27, 2025
Galt & Taggart-ის პროგნოზი 2025 წლისთვის: საქართველოში ტურისტული ვიზიტები და შემოსავლები გაიზრდება

Galt & Taggart-ის პროგნოზი 2025 წლისთვის: საქართველოში ტურისტული ვიზიტები და შემოსავლები გაიზრდება

თებერვალი 27, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი