შექმნეს დნმ-ის კასეტა, რომელსაც დღემდე ჩაწერილი ყველა სიმღერის დატევა შეუძლია

ავტორი SheniAmbebi.ge
3 წუთიანი წაკითხვა

მიუხედავად იმისა, რომ დნმ-ში ინფორმაციის პრაქტიკული შენახვა ჯერ კიდევ მიუღწეველია, ჩინელმა მკვლევრებმა შექმნეს დნმ-ის კასეტა, რომელიც თეორიულად ყველა მუსიკალური ჩანაწერის დატევას შეძლებს.

სინგიუ ჯიანგი, ბიომედიცინის ინჟინერიის პროფესორი გუანდუნის სამხრეთ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტიდან, კოლეგასთან ერთად ცდილობდა კლასიკური კასეტის დიზაინი დაეკავშირებინა დნმ-ზე დაფუძნებულ საცავთან, რათა შეექმნა მონაცემთა შენახვის გრძელვადიანი და საიმედო სისტემა.

ამით მკვლევრებმა ციფრული მონაცემების შენახვის მომავალი წარმოაჩინეს. კასეტით შთაგონებული დიზაინი სინთეზურ დნმ-ის მოლეკულებს გრძელ პლასტმასის ლენტზე ინახავს. ჯიანგი განმარტავს, რომ გუნდმა დნმ-ის ბაზების – A, T, C და G – თანმიმდევრობები დააგენერირა, რათა კასეტაზე ციფრული ფაილები გადაეტანა.

დნმ-ის კასეტას შეუძლია დაყოს ინფორმაცია ძალიან ბევრ პატარა ნაწილად (როგორც ფაილების სექციებად), და წამში დაახლოებით 1 570 ასეთი ნაწილი ამუშაოს. დნმ-ზე მოთავსებული ინფორმაცია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ლენტად. სწორედ ამ ლენტებზე ინახება ინფორმაციის მრავალი ასლი, რომელიც ასობით წლის განმავლობაში უვნებელი იქნება.

- Advertisement -
Ad imageAd image

მკვლევრებმა ასევე შექმნეს დნმ კასეტის “დისკი”, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით ინახავს არასრული სურათების ფრაგმენტებს ხელმისაწვდომ მონაცემთა განყოფილებებში. დისკს შეუძლია აღდგენა, წაშლა და სხვა ოპერაციების შესრულება სინთეზირებული დნმ-ის ძაფებზე 50 წუთის განმავლობაში. რაც შეეხება სურათის სრულად აღდგენას, ეს შემდეგი თაობის დნმ-ის სეკვენირებისა და გაშიფვრის ტექნოლოგიებს საჭიროებს.

დნმ-ის კასეტა იყენებს გრძელ პლასტიკურ ლენტს, რომელშიც ჩაშენებულია სინთეზური დნმ-ის მოლეკულები, ხოლო ზეოლითური იმიდაზოლატის “ჯავშანი” იცავს დნმ-ის მყიფე ბმებს დაშლისგან. მისი საერთო ტევადობა 36 პეტაბაიტია, რაც საკმარისია 3 მილიარდზე მეტი სიმღერის შესანახად, თუ თითო სიმღერა 10 მეგაბაიტს იკავებს.

ვლევაში აღნიშნულია, რომ დნმ წარმოუდგენლად მაღალ მონაცემთა სიმჭიდროვეს გვთავაზობს — დაახლოებით 455 ექსაბაიტი თითო გრამზე – და შეიძლება იყოს ალტერნატიული მონაცემთა შენახვის საშუალება.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მონაცემების შენახვის საჭიროება სწრაფად იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს დნმ-ში ძალიან დიდი ინფორმაციაა შენახული და ეს მიკროსკოპულ დონეზე ხდება. ეს ინფორმაცია წიგნში რომ გადმოვიტანოთ, მილიონობით ფურცელი დაგვჭირდება. დიდი მონაცემების სამყაროში დნმ შეიძლება ინფორმაციისა და მონაცემების კომპაქტურ სივრცეში შენახვის საშუალებად იქცეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჩვენი დნმ ერთგვარი “გენეტიკური ენაა” და მისი შესწავლით სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩნდება – მათ შორის, ციფრული ინფორმაციის დნმ-ში შენახვის კუთხით.

ასევე დაგაინტერესებთ:

რა ხდება ადამიანის ტვინში სიკვდილის დროს – კვლევა

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). შექმნეს დნმ-ის კასეტა, რომელსაც დღემდე ჩაწერილი ყველა სიმღერის დატევა შეუძლია. 16 სექტემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/შექმნეს-დნმ-ის-კასეტა-რომ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi