„პირველად უნდა გავეცნო თქვენს ცნობილ სამზარეულოს რომელი კერძები გავსინჯო? ერთი სული მაქვს! შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ“ – „ლევანტეს“ „ფეისბუქის“ გვერდის ადმინისტრატორი ქართველებს მიმართავს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

„ლევანტეს“„ფეისბუქის“ გვერდის ადმინისტრატორი, ხავი დე ლა ოსა ქართველებს მიმართავს.

როგორც სოციალურ ქსელში ეს­პა­ნუ­რი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის სოციალური ქსელის გვერდის ადმინისტრატორი წერს, მომდევნო კვირაში პირველად უნდა გაეცნოს ქართულ სამზარეულოს, შესაბამისად ქართველებს რჩევისთვის მიმართავს.

„მეგობრებო, მომდევნო კვირაში პირველად უნდა გავეცნო თქვენს ცნობილ სამზარეულოს❤️

რომელი კერძები გავსინჯო? კომენტარებში დამიწერეთ რეკომენდაციები.

- Advertisement -
Ad imageAd image

ერთი სული მაქვს! შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ!😊“- წერს „ლევანტეს” „ფეისბუქის“ გვერდის ადმინისტრატორი.

ცნობისთვის, EURO 2024-ის საფეხბურთო მატჩების მსვლელობისას, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა შთამბეჭდავად იასპარეზა, განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სხვადსხვა საფეხბურთო კლუბების სოციალურ ქსელში აქტიურობა, რომლებიც თავიანთ წევრ ქართველ ფეხბურთელებს სხვადასხვა მხარდამჭერი პოსტებით გულშემატკივრობდნენ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „პირველად უნდა გავეცნო თქვენს ცნობილ სამზარეულოს რომელი კერძები გავსინჯო? ერთი სული მაქვს! შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ“ – „ლევანტეს“ „ფეისბუქის“ გვერდის ადმინისტრატორი ქართველებს მიმართავს. 21 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/პირველად-უნდა-გავეცნო-თ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi