ბრიტანეთის საელჩო საქართველოში სავიზო აპლიკაციის ცენტრის დახურვის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.
ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან.
სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება“ – წერს საელჩო.
****
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს.
„ საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის.“
შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,სადაც ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა”
****
ბათუმის ახალი, 14 კმ-იანი შემოვლითი გზა მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გზები“ ავრცელებს.
აქამდე, ბათუმისკენ მიმავალი არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონებს კვეთდა, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლასაც ართულებდა.
გზის მშენებლობა ამჟამად უკვე მიმდინარეობს. შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში და მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.
****
2024 საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა.
აღნიშნული სტატისტიკის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე 6.563 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1.763 მლრდ აშშ დოლარი იყო, ხოლო იმპორტი 4.799 მლრდ აშშ დოლარი.
****
“სავაჭრო მოდელები იცვლება და გერმანია ნაკლებად დამოკიდებული ხდება ჩინეთზე”
წლების განმავლობაში ჩინეთი გერმანიის მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, შეერთებული შტატები პირველ ადგილზე ინაცვლებს. 2024 წლის იანვარსა და მარტს შორის მთლიანი ვაჭრობა იმპორტი და ექსპორტი ერთად გერმანიასა და აშშ-ს შორის 63 მილიარდი ევრო იყო, ოდნავ მეტი ვიდრე გერმანიასა და ჩინეთს შორის ვაჭრობა, რომელიც სულ რაღაც 60 მილიარდ ევროს შეადგენდა.
ამ ცვლილებას რამდენიმე მიზეზი აქვს. კერძოდ, ის რომ აშშ-ს ეკონომიკა სწრაფად იზრდება და ისინი უფრო მეტ გერმანულ პროდუქტს ყიდულობენ. ჩინეთის ეკონომიკას კი ასეთ ტემპი არ აქვს, ამიტომ უწევთ ნაკლები გერმანული პროდუქცია შეიძინონ.
****
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაერთიანებულ სამეფოში „ძლიერთა თამაშების“ ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა.
პაატა პატიაშვილმა ლონდონში ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა, სადაც დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების რეაბილიტაციის,მხარდაჭერის გაუმჯობესების, თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები და „ძლიერთა თამაშების ფონდის“ შემდეგი 10 წლის განვითარების გეგმა განიხილეს.
****
„ღვინის კლუბის“ ორგანიზებით გამართულ „ახალი ღვინის ფესტივალს“ მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა.
ღონისძიების მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ახალი მარნების წარმოჩენა, ღვინის ტურიზმისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის განვითარების ხელშეწყობაა.
„ფესტივალში 200-მდე დიდი, საშუალო და მცირე მწარმოებელი მონაწილეობდა; მათ სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 2023 წლის მოსავლის ღვინოები დააგემოვნებინეს.
****
პოპულარული თამაშის „რა? სად? როდის?” ევროპის შესახებ საქართველოში მოგზაურობის პირველი ნაწილი დასრულდა.
ორგანიზატორების ინფორმაცით, ფინალური ტური „ექსპო ჯორჯიაში” ჩატარდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „რა? სად? როდის?” ევროპის შესახებ თამაშზე თავი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოიყარეს.
ფინალური თამაში საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, გახსნა. მან განაცხადა,რომ „ძალიან სასიხარულოა ამდენი ახალგაზრდის დანახვა, რომლებსაც სურთ, მეტი გაიგონ ევროკავშირის შესახებ და მის ღირებულებებს იზიარებენ.
****
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ მსვლელობით მარჯანიშვილის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეების შეუერთდნენ.
მარჯანიშვილის მოედანზე მისულმა მოქალაქეებმა გზაც გადაკეტეს და ევროპის მოედანზე მსვლელობით გადანაცვლებას აპირებენ.
****
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დღეებში ესპანეთში გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი უკრაინასა და ესპანეთს შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
ამ შეთანხმებებმა უნდა უზრუნველყონ უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებამდე.