ნეაპოლში ლეგენდარული „ფეოლა“ იტალიურ ენაზე უჩვენეს – კვარას ფაქტორი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

9 მაისს ნეაპოლში, კინოთეატრ Modernissimo-ში იტალიურ ენაზე დუბლირებული ლეგენდარული ქართული ფილმის – „ფეოლას“ ჩვენება გაიმართა.

ჟურნალისტი ნინა მამუკაძე, რომელიც 12 წელია იტალიაში ცხოვრობს, Corriere Dello Sport-თან საუბარში აღნიშნავს, რომ როდესაც იტალიელებმა მას კითხვები დაუსვეს კვარაცხელიასა და, ზოგადად, საქართველოს შესახებ, გადაწყვიტა, ქართული კინემატოგრაფია და ისტორია ფეხბურთის საშუალებით გაეცნო მათთვის.  „ფეოლა“ უნივერსალური ფილმია, რომელიც ბევრ თემას მოიცავს. ქართველებს ეს ფილმი ძალიან უყვართ და ამ ფილმში ნათქვამ ფრაზებს დღემდე იყენებენ. ყველა დაინახავს, როგორ შეიძლება გახდე ჩემპიონი არაფრიდან. ზუსტად ისე, როგორც კვარა, – ამბობს ნინა.

როგორ გახმოვანდა იტალიურ ენაზე ქართული კინოკომედიის კლასიკური ნამუშევარი – „ფეოლა“, ნახეთ სიუჟეტში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ნეაპოლში ლეგენდარული „ფეოლა“ იტალიურ ენაზე უჩვენეს – კვარას ფაქტორი. 13 მაისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ნეაპოლში-ლეგენდარული-ფე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi