სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 29 აპრილს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 29 აპრილს

„თბილსერვის ჯგუფი“ რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე არსებული წარწერების წაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გუშინდელი აქციის შემდეგ, წარწერები გაჩნდა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე, როგორც შენობებზე, ასევე, გზის საფარზე, ტროტუარებსა და ვიტრინებზე, რაც ვანდალიზმის ფაქტები და კანონდარღვევაა.

„რაც შეეხება ფასადების უკანონო წარწერებისგან გასუფთავებას, იგი არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას და ზრუნავენ ქალაქის იერსახის შენარჩუნებაზე.“-აღნიშნულია განცხადებაში.

****

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს კონკურსს თემაზე „ახალი პიესა აფხაზეთზე“. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა ნიჭიერი მწერლებისა და დრამატურგების აღმოჩენა და საუკეთესო ნამუშევრის გამოვლენა.

კონკურსში გამარჯვებული პიესა დაიდგმება სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. საკონკურსო პიესების შესახებ განაცხადები მიიღება 2024 წლის 30 აპრილიდან. წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 28 ივნისი.

***

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლოა სეტყვაც აღინიშნოს.

მათივე ცნობით, 2 მაისიდან ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.

რაც შეეხება თბილისს, 2 მაისამდე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, ხოლო 2 მაისს საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა 2 მაისამდე დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 2 მაისს +23, +25 გრადუსამდე დაიკლებს.

****

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფან სეჟურნე გერმანიას მოუწოდებს, ერთად იმუშაონ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად.

„როგორც ევროპის თავდაცვის მშენებლობის ყველა ეტაპზე, საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ საერთო პასუხისმგებლობა მიზნების დასახვაზე და სწრაფად და გადამწყვეტად მოქმედებაზე“, – თქვა სეჟურნემ.

ასევე საჭიროა იარაღის სისტემების ევროპულ დონეზე სტანდარტიზაცია, რათა შესაძლებელი გახდეს სამხედრო მასალების ყველა ქვეყნის მიერ უპრობლემოდ გამოყენება.

****

ჩინეთმა დაასრულა სამართლებრივი პროცედურები უვიზო რეჟიმის შეთანხმების ძალაში შესასვლელად. ამ კოორდინაციამ გვიჩვენა, რომ ჩინეთი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ერთმანეთს თანასწორად განიხილავენ, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოი ციენმა განაცხადა.

ელჩის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეები 28 მაისიდან შეძლებენ ჩინეთში უვიზოდ გამგზავრებას ტურისტული, ბიზნეს და სასწავლო მიზნით.

***

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

იგი მონაწილოებას მიიღებს ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების 20 წლისთავს ეძღვნება.

მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე ევროპელ კოლეგებთან.

თბილისის მერიის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე ცნობით, დედაქალაქში არსებული ყველა მეტროსადგური მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და მგზავრებს ყოველ დღე, 06:00-დან 00:00 საათამდე ემსახურება.

****

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ყაზახეთის რესპუბლიკის კონკურენციის დაცვისა და განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ცენტრალური აზიის კონკურენციის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ლექვინაძემ საქართველოში კონცენტრაციების კონტროლის მექანიზმებზე, ფარმაცევტულ ბაზარზე სააგენტოს მიერ განხორციელებულ მონიტორინგზე და გაცემულ რეკომენდაციებზე ისაუბრა.

ფორუმში ასევე მონაწილეობდა სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ქედელიძე, რომელმაც პრეზენტაციის ფორმატში მონაწილეებს ფარმაცევტულ სექტორში განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

****

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, მძევლების გათავისუფლების საკითხზე შეთანხმების მიღწევისა და ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამ კვირაში ისრაელში, იორდანიასა და საუდის არაბეთში ჩავა.

ენტონი ბლინკენი შეხვდება საუდის არაბეთის ოფიციალურ პირებს და რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებთანაც ღაზის სექტორის მომავალს განიხილავს.

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 23 აპრილს

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი