კვირა, ივლისი 7, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებარადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 4 ივლისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 4 ივლისს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთი მონაკვეთი და მიმდებარედ არსებული ფერდობები დაასუფთავეს.

ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია მონაწილეობდა. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთჯერადი ან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებაც შეუძლიათ. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზსა და ვებგვერდზე – https://www.tbsg.ge

****

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და დანიის მთავრობის დაფინანსებით, აცხადებს კონკურსს სასწავლო ტრენინგზე „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი – როგორ დავიწყოთ ბიზნესი“ მიღებას, რომელიც განკუთვნილია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ქალებისთვის.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, სასწავლო ტრენინგი მიზნად ისახავს მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლებასა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებას და მოიცავს როგორც ინტერაქციულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. კონკურსში მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი:

მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ მოკლე ბიოგრაფია  და სამოტივაციო წერილი

მეორე ეტაპზე კი შერჩეული კანდიდატები გასაუბრებას ონლაინ რეჟიმში გაივლიან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 31 ივლისია.

****

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი „m&i Tbilisi 2024“ ჩატარდა .  4 დღის განმავლობაში, ფორუმში ევროპის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ევროპული კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს საქმიანი ურთიერთობები დამყარების მიზნით, საქართველოში ღონისძიებების დაკვეთისა და გამართვის პერსპექტივით.

უკრაინა სამხედრო მოსამსახურეების დეფიციტს ებრძვის და ახალ ბრიგადებს აყალიბებს, მაგრამ ვერ ახერხებს მათ აღჭურვას დასავლური სამხედრო დახმარების დაგვიანებისა და არასაკმარისი რაოდენობის გამო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უნარი, ჩაატაროს წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაცია, დამოკიდებულია ახალი ბრიგადების მძიმე აღჭურვილობით აღჭურვაზე.

****

,,მინდა მივულოცო ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს დამოუკიდებლობის დღე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღე ჩვენთვის, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შეერთებული შტატების დამოუკიდებობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო რამდენიმე წელი, რამაც დააზიანა ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის და ქართული მხარის სურვილია, მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა.

****

„საქპატენტში“ საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლები უწყების მატერიალური დოკუმენტაციის სამეცნიერო-ტექნიკურ დამუშავება დაიწყეს.

„საქპატენტი“ ეროვნული არქივის სარეკომენდაციო სტანდარტით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვით არქივის ფორმირება ითვალისწინებს „საქპატენტის“ დაფუძნებიდან დღემდე არსებული დოკუმენტაციის ექსპერტიზას, აღწერათა შედგენასა და გასანადგურებლად გამოყოფილ დოკუმენტებზე მაკულატურის აქტის გაფორმებას.

****

ღვინის ეროვნული სააგენტოს და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანია ქალაქ სეულში, 4-6 ივლისს, ღვინის და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში, ქართველი მწარმოებლები კორეელ ღვინის იმპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან შეხვედრას გამართავენ, რაც სამხრეთ კორეის და, ზოგადად, აზიის ბაზარზე ქართული ღვინის გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი საფუძველია.

****

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში, 3 ივლისს, გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის  მიწვევით, კონკურენციის სამართლის და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტების 22-ე გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწევებზე ისაუბრა და ყურადღება გასულ წლებში დასრულებულ საქმეებზე გაამახვილა.

****

ასტანაში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ორგანიზაციაში ბელარუსის მიღების შესახებ დოკუმენტების ხელმოწერით დაიწყო. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ასტანაში 3 და 4 ივლისს იმართება ლოზუნგით „მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერება – მდგრადი მშვიდობისა და განვითარებისკენ სწრაფვა“. სამიტის მონაწილეები 24 ერთობლივი დოკუმენტის პაკეტის ხელმოწერას, ასევე საბოლოო დეკლარაციისა და განცხადების მიღებას გეგმავენ.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

 

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი