გუშინ გავრცელდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გუნდის კაპიტნის, გურამ კაშიას განცხადება, სადაც იგი მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ „ქართუს“ ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად, ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, ნაკრებისთვის 30 მილიონი ლარი გამოიყო, რაც მათივე თქმით, ნაკრების წევრებმა პრემიის სახით, უკვე მიიღეს.
ჯგუფიდან გასვლის სანაცვლოდ გუნდისთვის მიცემული პრემიაზე ფეხბურთელთა გამოხმაურებები მთავარი პოლემიკისა და არაერთგვაროვანი შეფასების საგანი გახდა სოციალურ ქსელში, რასაც ექსპერტი გია ხუხაშვილი პოსტით ეხმაურება:
„მე გახლავართ ცოცხალი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელიც მადლიერია ბიძინასი იმისთვის, რაც კარგი გაუკეთებია ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვის. ამაზე ბევრი მიწერია წიგნში.
ასევე ცოცხალი მაგალითი ვარ იმ ადამიანის, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს მას იმ დამანგრეველი, მანკიერი პოლიტიკისთვის, რომლითაც ქვეყანა კატასტროფის ზღვარზე დააყენა და ყველაფერს ვაკეთებ მისი ძალაუფლებისგან ჩამოშორებისთვის.
არ არსებობს აბსოლუტური ბოროტება, ისევე როგორც არ არსებობს აბსოლუტური სიკეთე.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადამიანის შექება, თუ ის რამე კარგს გვიკეთებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს სიჩუმეს, თუ იგივე ადამიანი რაიმე მნიშვნელოვანს აფუჭებს.
წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს, რომლებიც ყველაფერთან ერთად ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან“, – წერს გია ხუხაშვილი.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). „მე გახლავართ ცოცხალი მაგალითი იმ ადამიანისა, რომელიც მადლიერია ბიძინასი იმისთვის, რაც კარგი გაუკეთებია ბევრისთვის და მათ შორის ჩემთვის…“ – ხუხაშვილი. 5 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/მე-გახლავართ-ცოცხალი-მა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-26T01:16:49+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
