ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 19 ივნისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 19 ივნისს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8.432 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.2 %-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 2.274 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს ხოლო იმპორტი 6.158 მლრდ აშშ დოლარს.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-მაისში, 3.884 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.1%-ია.

****

ბათუმი-ერევნის სამგზავრო მატარებელი რეისებს 24 ივნისიდან შეასრულებს – ამის შესახებ ,,სამხრეთ კავკასიის რკინიგზაში” აცხადებენ.

”დადგა ზაფხული, დასვენების სეზონი! გაატარეთ შვებულება შავი ზღვის სანაპიროზე და დასასვენებელ ადგილზე მოხვედრაში ჩვენ დაგეხმარებით! 24 ივნისიდან ერევანი-ბათუმი-ერევნის მარშრუტზე მატარებელი ყოველ მეორე დღეს იმოძრავებს! პირობებისა და მატარებლების განრიგს შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე გაეცნოთ“, – ნათქვამია სომხური კომპანიის განცხადებაში.

სომხეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლა 14 ივნისს აღდგა. ის სომხეთის ჩრდილოეთი საზღვრისპირა რაიონებში დამანგრეველმა წყალდიდობამ შეაფერხა, რის შედეგადაც რკინიგზის 2-კილომეტრიან მონაკვეთზე მეტი დაზიანდა“,

****

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი რეკორდულად გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 5 თვეში, ჩინეთიდან 1 119 ერთეული მანქანა შემოვიდა, რაც რაოდენობრივად 54%-ით, ხოლო თანხებში 117%-ით აჭარბებს, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 726 ერთეული ჩინური ავტომობილი შემოვიდა.

ამასთან, ჩინეთის წილი ავტომობილების მთლიან იმპორტშიც გაზრდილია. კერძოდ, წელს 5 თვეში საქართველოში ჯამში 65 455 ერთეული მანქანა შემოვიდა, საიდანაც 1.7% ჩინურზე მოდიოდა. 2023 წლის იანვარ-მაისში კი ქვეყანაში 82 841 ერთეული  ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, აქედან მხოლოდ 0.9% იყო ჩინეთიდან.

რაც შეეხება ღირებულებას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ერთი ავტომობილი საშუალოდ, დაახლოებით, 16.6 ათას აშშ დოლარი ღირს, თუმცა მარკისა და მოდელის მიხედვით, ფასი შესაძლოა უფრო ნაკლები, ან ძვირი იყოს.

****

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ცენტრალურ მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და დასრულებას, მაქსიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება.

  პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო

,,დედაქალაქის მერთან ერთად „ჯივიპის“ წარმომადგენლებთან გვქონდა სამუშაო შეხვედრა. როგორც მოსახლეობამ იცის, ბოლო ორი დღის განმავლობაში შეფერხებით მიეწოდება მოსახლეობას სასმელი წყალი. ამის მიზეზი არის საგურამოში წარმოქმნილი ბუნებრივი პროცესები, რამაც დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალი. – განაცხადა ბენდელიანმა.

****

იაპონიაში საქართველოს დღეების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური ფესტივალი ტოკიოს იოიოგის ცენტრალურ პარკში გაიმართა. იაპონიის ბაზარზე ქართული ღვინის იმპორტიორებმა ქართული ღვინის ცხრა კომპანიის 12-ზე მეტი დასახელების ქართული ღვინო წარადგინეს. ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას იაპონელი სომელიე რიუნესკო იოშიჰარა უძღვებოდა.

აღსანიშნავია, რომ იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა, მას შემდეგ, ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში. ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოს ყველა რეგიონში.

****

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 ივნისამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

****

ისრაელის გენერლებმა ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჩრდილოეთ საზღვართან საბრძოლო მოქმედებების გააქტიურების ფონზე, ლიბანის წინააღმდეგ ომის შემთხვევაში, ისრაელის თავდაცვის ძალების ჩრდილოეთ სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა ორი გორდინმა და გენერალური შტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსმა, ოდედ ბასიუკმა სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.

ასევე, გენერლებმა ადგილზე მყოფი სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის დაჩქარების გადაწყვეტილება მიიღეს.

****

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება.

პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, ხუთი ხიდი, ხუთი გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს.

  ექიმებისთვის დანამატის სახით 400 ლარი, მედდებისთვის 250 ლარი გამოიყოფა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ახალი გზის დასრულების შემდეგ კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება, ხადას ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და ექნებათ შეუფერხებელი წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე. ახალ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

****

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურ დირექტორს, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს, გიგა ნადირაძეს დედაქალაქის მერიაში შეხვდა.

შეხვედრაზე სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანების შედეგად თბილისში შექმნილ წყალმომარაგების პრობლემებსა და მათი ინტენსიურ რეჟიმში მოგვარების გეგმაზე ისაუბრეს.

თბილისის მერმა კომპანიის წარმომადგენლებს სთხოვა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია უწყვეტ რეჟიმში ჰქონდეთ და საზოგადოებას დაზიანების აღდგენის, ასევე, წყალმომარაგების პროცესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ.

დღის ამბებს, ჰოროსკოპსა და გემოვნებიან მუსიკას მოუსმინეთ რადიო „პოზიტივზე“ FM 104.3

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
კვლევა – ფარდა აეხადა კიბოსა და კვებას შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კავშირს!

კვლევა – ფარდა აეხადა კიბოსა და კვებას შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კავშირს!

აპრილი 2, 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
აშშ-ის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

აშშ-ის უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში „H-E-B“ ქართული ღვინის დეგუსტაციები გაიმართა

აპრილი 2, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კვერცხის შეღებვის ტრადიცია: რელიგიური მნიშვნელობა და საუკეთესო ტექნიკა

კვერცხის შეღებვის ტრადიცია: რელიგიური მნიშვნელობა და საუკეთესო ტექნიკა

აპრილი 2, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი