„არ ინერვიულოთ, კარგად ვართ…“ – ვინ არის უცნობი მამაკაცი, რომელიც თურქი გულშემატკივრების სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი და ისტორიული მატჩი კვლავაც განხილვის თემაა.

სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში საქართველო-თურქეთის მატჩიდან უამრავი ემოციური ფოტო და ვიდეო მასალა გავრცელდა. სწორედ ასეთი დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი იყო ფოტო, სადაც აღბეჭდილია თურქი გულშემატკივრების სექტორში მყოფი ერთადერთი ქართველი გულშემატკივარი, რომელიც საქართველოს დროშას სიამაყით აფრიალებს.

„ფორტუნა“ დაინტერესდა თუ ვინ არის უცნობი მამაკაცი და როგორ გადაურჩა თურქი გულშემატკივრების „რისხვას“ – დროშიანი მამაკაცი თენგო ჯანაშია აღმოჩნდა, რომელიც მატჩზე დასასწრებად, მეუღლესთან ხათუნა დარჯანიასთან და ორ ვაჟთან ერთად საქართველოდან გერმანიაში ჩაფრინდა:

„არ ინერვიულოთ კარგადვართ“ – დაწერა ხათუნა დარჯანიამ „ფეისბუქზე“ და მეუღლის ცნობილი ფოტო გამოაქვეყნა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). „არ ინერვიულოთ, კარგად ვართ…“ – ვინ არის უცნობი მამაკაცი, რომელიც თურქი გულშემატკივრების სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა. 19 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ვინ-არის-უცნობი-მამაკაცი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi