საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უწყებებში საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური დღეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა.
ირაკლი კობახიძემ საუბრისას ყურადღება დაუთმო საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესს, ასევე – ქვეყანაში დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ და საინვესტიციო პროექტებს, სამომავლო გეგმებსა და ახალი სამთავრობო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებს.
****
თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია.
მათივე ცნობით, ბოტანიკურ ბაღში უხვმა ნალექმა გაააქტიურა ეროზიის პროცესები, გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა და ნარიყალას სალაროს მიმდებარე ტერიტორიასთან ჩამოიშალა ყორეები.
„საფრთხის შემცველი რისკების მინიმუმადე დაყვანის მიზნით, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა და ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები. უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხარეს მდებარე სალარო დროებით დაკეტილია. დამთვალიერებლებს ბოტანიკურ ბაღში შესვლა შეეძლებათ ბოტანიკურის ქუჩაზე მდებარე ცენტრალური შესასვლელიდან,
****
ჩინეთში, შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 10-მდე კერძო კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან. ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის დაწყება მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას.
****
რუსულ კანონს არ დავემორჩილებით! , – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად და დაუმორჩილებლობას აცხადებენ.
“ჩვენ არავის დავტოვებთ მარტოს, ჩვენ დავიცავთ ყველა დაკავებულს და ყველა დაჯარიმებულს. ჩვენი იურისტები იბრძოლებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო სასამართლოებში. “ განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.
****
ევროპარლამენტის თანამშრომლის სახლსა და ოფისში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა.
ბელგიის ფედერალური პროკურატურის ცნობით, ჩხრეკის ჩატარება ევროპარლამენტის არჩევნების წინ რუსული პროპაგანდის გავრცელებაში თანამშრომლის შესაძლო როლს უკავშირდება.
****
ექვსჯერ გადავადების შემდეგ, ენერგეტიკული ბირჟა ფუნქციონირებას წელს, 1-ელ ივლისს დაიწყებს.ამ ეტაპზე, კანონ ქვემდებარე აქტებში ცვლილება არ შესულა, თუმცა აქტიურად განიხილება ბაზრის ეტაპობრივად ამოქმედება და სრულ გახსნას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება.
ამასთან, პირველ ეტაპზე, ვაჭრობა შესაძლოა ნებაყოფლობითი იყოს და მასში მონაწილეობას მიიღებენ ტრეიდერები, თავისუფალი მიმწოდებლები, ელექტროენერგიის მწარმოებლები და მსხვილი/პირდაპირი მომხმარებლები.
****
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მართვის მონიტორინგის პროცესის შემოღებას ითვალისწინებს.
კანონპროექტით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს დაკვირვება და მონიტორინგი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე.
****
„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე წინადადებები მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა“,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა, კერძოდ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა და ჩინურმა კომპანიებმა, თუმცა მათ ტექნიკური კომერციული ფინანსური წინადადებების წარდგენის ვადა 2024 წლის 20 მაისამდე ჰქონდათ, ამ ეტაპისთვის კი, ინტერესი მხოლოდ ჩინურ კომპანიებს აქვს გამოხატული.
****
საქართველოში გზების მშენებლობის მსხვილ ტენდერებში ჩინური კომპანიების გამარჯვების შემთხვევები მზარდია. მაგალითად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ნაწილი სწორედ ჩინური კომპანიების მიერ არის აშენებული.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის, პაატა ცაგარეიშვილის თქმით ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩინურ კომპანიებს სამუშაო შესრულებისთვის ფასი დაბალი აქვს, შესაბამისად, ტენდერებში გამარჯვება უმარტივდებათ. თუმცა ფასთან ერთად, ევროპულ კომპანიებთან შედარებით, შესრულებული სამუშაოს ხარისხიც ნაკლებია. მანვე დასძინა, რომ ხშირ შემთხვევაში, მაგალითად, ევროპულ კომპანიებს პროექტების შესრულებისთვის უარს ეუბნებიან.
****
გერმანიის მოქალაქეობამინიჭებულ პირთა საერთო რაოდენობამ, 2000 წელს დაწყებული მონიტორინგის შემდეგ, გასულ წელს უმაღლეს დონეს მიაღწია.
2023 წელს ნატურალიზაციის რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა.
მათ შორის, 157 სხვადასხვა ეროვნების პირია, ხოლო ყველაზე მეტად ისინი სირიიდან, თურქეთიდან, ერაყიდან, რუმინეთიდან და ავღანეთიდან არიან. ამ ქვეყნების საერთო წილი ნატურალიზაციის ნახევარზე მეტს შეადგენს.