ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში საჰაერო ბუშტებით ნაგავი გაგზავნა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე 150-ზე მეტი საჰაერო ბუშტი გაუშვა, რომლებზეც ნაგავი იყო მიბმული – მათ შორის პლასტმასის ბოთლები, ელემენტები, ფეხსაცმელი და ნეხვი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის სამხედროების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბუშტებმა ორი კორეის საზღვარი 28 მაისს საღამოს გადაკვეთა და ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში დაეშვა. სამხედროებმა ნაგავი დეტალური ანალიზისთვის შეაგროვეს.

„ჩრდილოეთ კორეის ეს ქმედებები ცალსახად არღვევს საერთაშორისო სამართალს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხალხის უსაფრთხოებას. მკაცრად ვაფრთხილებთ ჩრდილოეთ კორეას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი არაადამიანური და ვულგარული ქმედებები“, – აღნიშნულია სამხრეთ კორეის შტატების ხელმძღვანელების გაერთიანებული კომიტეტის განცხადებაში.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეაში საჰაერო ბუშტებით ნაგავი გაგზავნა. 29 მაისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ჩრდილოეთ-კორეამ-სამხრეთ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi