რუსეთ – საქართველოს 2008 წლის ომიდან 16 წელი გავიდა. გთავაზობთ ომის ამსახველ ფოტომასალას ევროპის პრესფოტო სააგენტო ეპაზე დაყრდნობით.
გაფრთხილება: მასალა შეიცავს მძიმე კადრებს.
არაიდენტიფიცირებული თვითმფრინავი ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ადგილს ბომბავს © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
9 აგვისტო დაჭრილი გორის მაცხოვრებელი. ქალაქი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
9 აგვისტო. დაჭრილი ქალი ქალაქ გორში. ქალაქი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა © EPA/ZURAB KURTSIKIDZE ATTENTION EDITORS: PLEASE NOTE GRAPHIC CONTENT
9 აგვისტო გორი. ჯარისკაცებს დაჭრილი ბავშვი მიჰყავთ. კადრში ასევე ჩანს საჰაერო შეტევის შედეგად გარდაცვლილი ქალი © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
კადრში ჩანს გორელი კაცი. ფონზე დაბომბვის შედეგად დაზიანებული შენობა © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
კადრში ხედავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავის კადრებს © EPA/DAVID MDZINARISHVILI
დევნილები ცხინვალის რეგიონიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიან © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
ბენ გურიონის აეროპორტი თელ ავივში. ომის დროს საქართველოში მყოფი ისრაელის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ © EPA/JIM HOLLANDER
ცხინვალიდან ომის დროს გასული მოსახლეობის ბანაკი ალაგირში, ვლადიკავკაზიდან 40 კმ-ში © EPA/MAXIM SHIPENKOV
RTL-ის ოპერატორი სტენ სტორიმანსი დაიღუპა გორის დაბომბვის დროს EPA/COMM RTL
კადრში ხედავთ ფოტოჟურნალისტ ალექსანდრე კლიმჩუკის დედას შვილის დაკრძალვაზე. კლიმჩუკი მეორე ჟურნალისტ ჩიხლაძესთან ერთად კონფლიქტის ზონაში მოკლეს © EPA/VLADIMIR VALISHVILI
კადრში ხედავთ ომის დროს დატყვევებულ ქართველებს, რომლებიც ბრძოლაში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცებს ასაფლავებენ. ცხინვალი. © EPA/MAXIM SHIPENKOV
თბილისელები უყურებენ ტელევიზორში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა პანიკაში არ ჩავარდნილიყვნენ © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, ესტონეთის პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი თბილისში © EPA/ZURAB KURTSIKIDZE
ედუარდ კოკოითი ღვინით სავსე თასით ხელში ზეიმობს რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის “დამოუკიდბელობის” აღიარებას © EPA/MAXIM SHIPENKOV
სოხუმში ზეიმობენ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის “დამოუკიდბელობის” აღიარებას © EPA/OLGA KRAVETS
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). აგვისტოს ომის ფოტოქრონიკა – ყველაზე მძიმე ისტორიის დრამატული კადრები. 7 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/აგვისტოს-ომის-ფოტოქრონიკ/



















































