პროკურატურა გიორგი გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

პროკურატურა გიორგი გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ადვოკატები გუშინ საღამოს პროკურატურაში იმყოფებოდნენ, სადაც მათ საქმის მასალები გადასცეს. საგამოძიებო ორგანოდან გამოსულმა ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გახარია ბრალს არ აღიარებს.

გიორგი გახარიას პროკურატურამ ბრალი ორ საქმეზე წაუყენა. მოქალაქეთათვის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ორგანიზება – 20 ივნისის საქმეზე პროკურატურამ გიორგი გახარიას ბრალეულობა დაადგინა.

მეორე ეპიზოდი კი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. პროკურატურის ცნობით, 2019 წელს გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, რასაც ოკუპანტების მხრიდან რამდენიმე საგუშაგოს გახსნა და 1 მილიონი კვადრატული მიწის ოკუპაცია მოჰყვა. მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის საქმის ფარგლებში არაერთი მოწმე გამოიკითხა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის ამჟამად გერმანიაშია გაქცეული.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). პროკურატურა გიორგი გახარიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. 13 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/პროკურატურა-გიორგი-გახარ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Product Owner (UX/Product Design)

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Web automation BAS Developer/ZennoPoster

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T13:42:03+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi