ხუთშაბათი, მაისი 7, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდებულებს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა 30 წლის განმავლობაში...

სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისთვის მსჯავრდებულებს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

„ქართული ოცნება“ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონს ამკაცრებს. აღნიშნულ კანონში იგეგმება ცვლილებები, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად – 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს იმ შემთხვევაში, თუ სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.

საკანონმდებლო ინიციატივაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კირცხალიას განმარტებით, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც მისივე თქმით, მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს.

“ქართული ოცნების“ – ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ამ მიმართულებით, განვლილი 13 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კვლევები და გამოქვეყნებული რეიტინგებიც ადასტურებს. საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ანტიკორუფციული რეფორმების მიმართულებით მოწინავეა რეგიონში და არაერთ ევროპულ სახელმწიფოს უსწრებს. ამ ხელშესახები შედეგების მიუხედავად, ჩვენ არ ვაპირებთ მიღწეულით დაკმაყოფილებას და იმ ამბიციური, გაცხადებული მიზნის ერთგული ვრჩებით, რომლის თანახმადაც, საქართველო კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო სამეულში უნდა შევიდეს.

სწორედ ამიტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაცხადებულ კურსს, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას უკავშირდება, საქართველოს პარლამენტიც სრულად იზიარებს და მხარს უჭერს. ბუნებრივია, ამ პროცესში განსაკუთრებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი, რომლის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს სწორედ სამოხელეო დანაშაულის, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის ფაქტების, მათ შორის “ელიტური კორუფციის“ პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა წარმოადგენს.

უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებები და გამოვლენილი დანაშაულები კიდევ ერთი დასტურია, რომ სახელმწიფო, მსგავსი ტიპის დანაშაულის მიმართ უკომპრომისო და შეურიგებელია!

  რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზამთრის განრიგზე გადადის

იმისათვის, რომ სამომავლოდ საკანონმდებლო დონეზე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ უფრო ეფექტიანი მექანიზმები გაჩნდეს, საქართველოს პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა, რომლის თანახმად, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევა.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროსთვის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ყოველწლიურად – 30 წლის განმავლობაში წარდგენის ვალდებულება ექნებათ საჯარო მოხელეებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ა(ა)იპ-ებში, სსიპ-ებში და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულ პირებს, იმ შემთხვევაში, თუ მათ მიმართ კანონიერ ძალაში შევა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამოხელეო ან ფინანსური დანაშაულების ჩადენისათვის.

ეს ცვლილებები პირდაპირი სიგნალია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორუფციულ გარიგებებში ჩართულობით, სავარაუდო სარგებლის მიღებაზე, შემდეგ შემოსავლის ლეგალიზებაზე და გრძელვადიან პერიოდში პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან ორიენტირებულნი. მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, კონკრეტულ სამოხელეო დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის აქტიური დაკვირვება და მონიტორინგი 30 წლის განმავლობაში გახდება შესაძლებელი, რაც ფაქტობრივად, მათი მხრიდან მითვისებული ქონების ლეგალიზებასა და პირადი ინტერესებით გამოყენებას, სასჯელის მოხდის შემდეგაც გამორიცხავს.

ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ!

მჯერა, რომ საზოგადოების გვერდში დგომით იმ ამბიციურ მიზანს, რომლის თანახმადაც კორუფციის სიმცირის მაჩვენებლით მსოფლიო ქვეყნების სამეულში უნდა შევიდეთ, აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.