კლინიკიდან საპატიმრო დაწესებულებაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას ჯანდაცვის მინისტრი აფასებს.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, ეს აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი გადაწყვეტილებაა.
„ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით ვერავინ შეძლებს, რომ საპირისპირო არგუმენტი თქვას, რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიღება და მისი აღსრულება. მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ნორმალური გადაწყვეტილებაა. ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში 12 ნოემბერს დაბრუნდა.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე: ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და აქვს სასჯელი მოსახდელი, დიახ, რა თქმა უნდა, უნდა იმყოფებოდეს საპატიმრო დაწესებულებაში, როგორც ეს ხდება ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში. 13 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მიხეილ-სარჯველაძე-სააკაშ/
