მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დაიწყო მონიტორინგი, რაც საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და მიტოვებული შენობების დათვალიერებას და მავნებლის ლოკალურ განადგურებას ითვალისწინებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის საწინააღმდეგო მასშტაბური წამლობითი ღონისძიებები დაასრულა, თუმცა, მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დაიწყო მონიტორინგი, რაც საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და მიტოვებული შენობების დათვალიერებას და მავნებლის ლოკალურ განადგურებას ითვალისწინებს, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ და ადგილობრივ მოსახლეობას სახლის პირობებში მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აცნობენ.

„მოზამთრე ფაზაში მავნებელი სხვენებსა და მიტოვებულ შენობებში ბინადრობს. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მექანიკური მეთოდების გამოყენება. მონიტორინგი ინტენსიურად ხორციელდება დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრმა მავნებლის საწინააღმდეგოდ ჩაატარა შემდეგი ღონისძიებები: ქვეყნის მასშტაბით, ცივი შესხურებით დამუშავდა 103 791, 25 ჰა სოფლისა და ტყის პერიმეტრი, ჯაგნარი და სიმინდის მასივი; თერმული ნისლით – 348 620 ჰა ფართობი; განთავსდა 8008 მონიტორინგის ხაფანგი და 208 440 „მოიზიდე და გაანადგურე სადგური“, – აცხადებენ სააგენტოში.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). მოზამთრეობის ფაზაში მყოფი აზიური ფაროსანას გავრცელების არეალისა და რაოდენობის დადგენის მიზნით, დაიწყო მონიტორინგი, რაც საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე შენობა-ნაგებობებისა და მიტოვებული შენობების დათვალიერებას და მავნებლის ლოკალურ განადგურებას ითვალისწინებს. 13 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/მოზამთრეობის-ფაზაში-მყოფ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Senior Prompt Engineer

თბილისი · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Senior DevOps Engineer (Front-end team)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Cloud DevOps (AWS)

თბილისი · IT / ტექნოლოგიები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Sales manager

თბილისი · ვაჭრობა / გაყიდვები

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-26T13:36:39+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi