ხუთშაბათი, ნოემბერი 27, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემაპრემიერი - კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო...

პრემიერი – კერძო სკოლებს შეეძლებათ შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, რაც შეეხებათ საჯარო სკოლებს, თუ ვინმეს ექნება სურვილი, გაიაროს მე-12 კლასი, რომ განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის სპეცკლასები შეიქმნება

მოსწავლეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

მისივე თქმით, მოსწავლეებს არავითარი ხელოვნური დაბრკოლება არ შეექმნებათ და ამ მიმართულებით განცხადებები სპეკულაციურია.

როგორც კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში კითხვებზე პასუხისას განაცხადა, კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა, ხოლო რაც შეეხება საჯარო სკოლებს, შეიქმნება სპეცკლასები საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის.

„ბუნებრივია, უნდა გადაიხედოს ზოგადი განათლების პროგრამის შინაარსი და ბოლო წლის პროგრამა მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისაღები გამოცდების მოთხოვნებზე, ამას აუცილებლად გავაკეთებთ. მეორე – თუ არ არის აუცილებელი მიზნების მიღწევისთვის 12 წელი სწავლა, მაშინ, რა თქმა უნდა, სჯობს, გადავიდეთ 11 წელიწადზე. ერთადერთი, რაც ოპონენტებმა დაუპირისპირეს ამ გზავნილს, იყო ის, რომ 11-წლიანი სწავლების პირობებში მოსწავლეებს გაუჭირდებათ საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების სისტემაში სწავლის გაგრძელება. არავინ საუბრობდა იმაზე, საჭიროა თუ არა 12 წელიწადი, კარგია, თუ არა არსებული სისტემა, ერთადერთი, რაც იყო, რომ 12 წელიწადი თუ არ ისწავლა ბავშვმა, საზღვარგარეთ ვერ წავა პირველი კურსიდან უნივერსიტეტში. აქაც ჩვენ გვაქვს მარტივი გადაწყვეტა. ეს არ არის ხომ მთავარი საკითხი, მთავარია, 11 ჯობია, თუ 12 წელი. ამაზე არავინ საუბრობს, კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბარია, წავა თუ არა საზღვარგარეთ. რა თქმა უნდა, ზოგადადაც ბევრი მინუსი აქვს მიგრაციას. როდესაც პირველი კურსიდან მიდის ბავშვი სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათი უდიდესი ნაწილი აღარ ბრუნდება ქვეყანაში. ამიტომ საზღვარგარეთ წასვლას მინუსი მეტი აქვს, ვიდრე პლუსი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თითოეული მოსწავლის და მშობლის არჩევანია. ამაში ჩვენ ვერ შევალთ, მაგრამ ვინმეს თუ სურს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, აქაც იქნება შესაბამისი პირობები შექმნილი. პირველი – ეს მოთხოვნა არ შეეხება კერძო სკოლებს. კერძო სკოლებს შეეძლებათ, შეინარჩუნონ 12-წლიანი სასწავლო პროგრამა. მეორე – რაც შეეხება საჯარო სკოლებს, აქაც თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაიაროს მე-12 კლასი, რათა შემდეგ ადვილად განაგრძოს სწავლა საზღვარგარეთ, ამისთვის შეიქმნება სპეცკლასები სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის თბილისში, შეგვიძლია, თითოეულ რაიონში შევქმნათ შესაბამისი სპეცკლასები. აქედან გამომდინარე, ვინმეს თუ ექნება სურვილი, დაამთავროს მე-12 კლასი და განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა საზღვარგარეთ, ამის ყველანაირი პირობა იქნება შექმნილი. შესაბამისად, ჩანს, რომ მთლიანად სპეკულაციურია ის განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა ხელოვნური დაბრკოლების შექმნას ბავშვებისთვის. არავითარი ხელოვნური დაბრკოლება მოსწავლეებს არ შეექმნებათ. ვისაც ენდომება 12 კლასის დახურვა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, ყველას მივცემთ ამის შესაძლებლობას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

  სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - საქართველოს საგარეო უწყება

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია სრულ შესაბამისობაშია ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან.

კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ სრულად გააანალიზა ბოლონიის პროცესის თითოეული მოთხოვნა.

„სიღრმისეულად გავაანალიზეთ ბოლონიის პროცესის თითოეული მოთხოვნა, მათ შორის სწავლების ხანგრძლივობის, სხვა რეგულაციების ნაწილში და ბუნებრივია, ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, კონცეფცია წარმოვადგინეთ ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი