კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„ვფიქრობთ, სადღაც, 60 %-მდე უნდა ჩამოვიდეს თბილისში სტუდენტების წილი და დანარჩენი 40...

„ვფიქრობთ, სადღაც, 60 %-მდე უნდა ჩამოვიდეს თბილისში სტუდენტების წილი და დანარჩენი 40 % უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე, პირველ რიგში, ქუთაისზე და ასევე რეგიონულ უნივერსიტეტებზე, ეს არის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“-პრემიერი

დღეის მდგომარეობით, სტუდენტების 85%-ზე მეტი სწავლობს დედაქალაქში, გვინდა, განვავითაროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურა, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. რათა რეგიონულმა უნივერსიტეტებმა შეძლონ მეტი სტუდენტის მიღება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.

მისივე თქმით, ამავდროულად, ხელისუფლების ამოცანაა, ქუთაისი იქცეს რიგით მეორე საგანმანათლებლო კერად ქვეყანაში.

„ამ რეფორმის არსზე საზოგადოებას გავაცანით ინფორმაცია, გვქონდა დეტალური პრეზენტაცია, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ მაქვს პატივი, რომ თქვენ წარმოგიდგინოთ ინფორმაცია ამ რეფორმის კონცეფციის შინაარსთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მინდა, შეგახსენოთ ის 7 გამოწვევა, რომელსაც ეს კონცეფცია ეფუძნება, ასევე შვიდი შესაბამისი ამოცანა, რომელიც არის დასახული უმაღლესი განათლების რეფორმის სფეროში.

პირველი გამოწვევა, რომელიც ჩვენ განვსაზღვრეთ, უკავშირდება უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბ გეოგრაფიულ კონცენტრაციას. ეს არის გამოწვევა არა იმდენად კონკრეტულად უმაღლესი განათლების სისტემისთვის, რამდენადაც ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის გამოწვევა ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჭრილში, რეგიონების თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჭრილში და ვფიქრობ, რომ უმაღლესი განათლების სისტემის დეკონცენტრაციას მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის თანაბარი განვითარებისთვის. მათ შორის, კონკრეტული რეგიონების სწრაფი განვითარებისთვის და მათ შორის დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრისათვის, რომლებიც დგას კონკრეტული ქალაქებისა და რეგიონების წინაშე განსაკუთრებული სიმძაფრით. დღეის მდგომარეობით, სტუდენტების 85%-ზე მეტი სწავლობს დედაქალაქში, რაც იწვევს დედაქალაქის ჭარბ დატვირთვას და სათანადოდ არ არის ამ პირობებში დატვირთული ჩვენი ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები, ძირითადად ეს ეხება ქუთაისსა და რუსთავს. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემის დეკონცენტრაცია და გვინდა, აქცენტი გავაკეთოთ ორი ქალაქის მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე – ესაა ქუთაისი და ეს არის რუსთავი, უფრო კონკრეტულად, რუსთავის მიმდებარე ტერიტორია, რაც დაეხმარება ამ მნიშვნელოვან ქალაქს განვითარებისთვის და შექმნის ახალ შესაძლებლობას ამ ორი ქალაქისთვის. ქუთაისი გვინდა, ჩამოყალიბდეს, როგორც თავისი მნიშვნელობით რიგით მეორე საგანმანათლებლო კერა ქვეყანაში. დღეს არის ერთი წამყვანი კერა, ეს არის დედაქალაქი – თბილისი და გვინდა, რომ ქუთაისი ვაქციოთ რიგით მეორე კერად უმაღლესი განათლების მიმართულებით. ამისათვის ქუთაისში უნდა შეიქმნას სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რაც არის ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ასევე გვინდა, განვავითაროთ რეგიონული უნივერსიტეტების რესურსები ყველა მიმართულებით, მათ შორის, ინფრასტრუქტურა, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. რათა რეგიონულმა უნივერსიტეტებმა შეძლონ მეტი სტუდენტის მიღება. საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს იმას, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება თბილისის წილი სტუდენტების რაოდენობაში, ეს არის ამოცანა. ვფიქრობთ, სადღაც, 60 %-მდე უნდა ჩამოვიდეს თბილისში სტუდენტების წილი და დანარჩენი 40 % უნდა გადანაწილდეს სხვა ქალაქებზე, პირველ რიგში, ქუთაისზე და ასევე რეგიონულ უნივერსიტეტებზე, ეს არის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება,“- განაცხადა პრემიერმა.

  ენდროს დააკვირდით, რომ ფესვები არ ჰქონდეს დაობებული და არ შეჰყვეს მიწა - სპეციალისტის რჩევა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.